მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7274.7
-0.0009
flag
AZN 1.5761
-0.0008
flag
CNY 39.367
-0.0133
flag
EUR 3.1201
-0.0173
flag
GBP 3.5838
-0.0377
flag
KZT 57.08
0.0053
flag
TRY 0.0588
-0.0002
flag
USD 2.6789
-0.0013
news banner

სებ-ის გადაწყვეტილება გონივრულია, რადგანაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციას ემსახურება - ვლადიმერ პაპავა

news image

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8.25%-მდე ზრდა პრევენციული ხასიათისაა და მიმდინარე ვითარების გათვალისწინებითაა მიღებული. აღნიშნული ნაბიჯი ინფლაციური საფრთხეების შემცირებასა და ბაზარზე მოლოდინების სწორ მართვას ემსახურება, - აღნიშნა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილების შეფასებისას.

მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, თუმცა რეგიონში არსებული ვითარების ფონზე იმპორტირებულ ინფლაციასთან დაკავშირებული გამოწვევები კვლავ რჩება. ვლადიმერ პაპავა აცხადებს, რომ სებ-ი განაგრძობს გონივრული მონეტარული პოლიტიკის გატარებას და რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილების მიზანი ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაცია და ნორმალიზებაა, რათა სამომავლოდ ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლა თავიდან იქნეს აცილებული.

„იმისათვის, რომ ინფლაცია არ გაიზარდოს, რა უნდა გააკეთოს ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა, ჩვენს შემთხვევაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა? თუ არ არსებობს ნავთობპროდუქტების მიწოდების გაზრდის შესაძლებლობა, მან უნდა მოთოკოს მოთხოვნა. მოთხოვნის მოთოკვის მიზნით მან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-დან 8.25%-მდე გაზარდა. ანუ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი იზრდება 0.25%-ით. ეს სავსებით მისაღებია, იმის გათვალისწინებით, რომ ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტების ბაზაზე ინფლაცია ქვეყანაში არ გახდეს უფრო მაღალი, ვიდრე ამ ეტაპზე არის. აქ გასათვალისწინებელია, რომ მარტში დაფიქსირდა საკმაოდ მაღალი ეკონომიკური აქტიურობა. მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 10.7% შეადგინა, ხოლო I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 9.1%-ით განისაზღვრა. რაზე მეტყველებს ეს ყველაფერი? რომ ქვეყნის ეკონომიკაში კრიზისული ვითარება შეიქმნას, უბრალოდ არ არსებობს. პრობლემაა იმპორტირებულ ინფლაციასთან დაკავშირებით. სწორედ იმპორტირებული ინფლაციის მეტ-ნაკლებად რეგულირების თვალსაზრისით მოხდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა“, - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.

ვლადიმერ პაპავას შეფასებით, თუ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი მაისში დასრულდება და ჰორმუზის სრუტე გაიხსნება, საქართველოს ეროვნულ ბანკს 17 ივნისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის შერბილების მეტი შესაძლებლობა ექნება, თუმცა პროცესის გაჭიანურების შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება ნაკლებად მოსალოდნელია. მისივე შეფასებით, ირანის გარშემო შექმნილმა რთულმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ, მათ შორის ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ, ნავთობის გლობალური მიწოდების დაახლოებით 20%-იანი შემცირება და ენერგორესურსებზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, რაც ჯაჭვური ეფექტით მსოფლიო ეკონომიკაში ინფლაციური წნეხის გაძლიერებას იწვევს.

„სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ინფლაციამ ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ დონეს არ გადააჭარბოს. არსებული ვითარება ქვეყნისთვის არახელსაყრელია, რადგან აპრილში მთლიანი ინფლაცია მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლიდან გადაიხარა, თუმცა საბაზო ინფლაცია კვლავ მიზნობრივ დონესთან ახლოს რჩება და 3.2%-ს შეადგენს“, - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოსა და ნორვეგიის სავაჭრო ბრუნვამ 2026 წლის I კვარტალში $2.6 მლნ შეადგინა

15.05.2026.19:00

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველო-ნორვეგიის სავაჭრო ბრუნვამ 2 637.1 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 42%-ით არის შემცირებული. 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოსა და ნორვეგიის სავაჭრო ბრუნვა 4 508.5 ათასი დოლარია. 

საქსტატის მაჩვენებლების მიხედით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან ნორვეგიაში ექსპორტი 84%-ით არის შემცირებული. მიმდინარე წელს ნორვეგიაში იმპორტი 154.9 ათასი დოლარის დონეზე იყო, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 011.2 ათასი დოლარი შეადგინა. 

საქართველოდან ნორვეგიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ღვინოა. 

რაც შეეხება ნორვეგიიდან იმპორტს, ის 29%-ით არის შემცირებული. 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ ნორვეგიიდან 2 482.2 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 3 497.3 ათასი დოლარი იყო.

ნორვეგიიდან საქართველოში ყველაზე დიდი ღირებულებით თევზის იმპორტი ხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა