სექტორს სჭირდებოდა რეფორმა. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა - კომპანია „ინსის“ მმართველი დირექტორი სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკნონმდებლო ცვლილებებზე
ჩვენ ვიძახით, რომ სექტორს სჭირდებოდა რეფორმა და ფაქტობრივად მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, - განაცხადა სამშენებლო კომპანია „ინსის“ მმართველმა დირექტორმა ზვიად თოიძემ სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და ამ საკითხზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ცვლილებები კი რომელიც რეგულაციებში შედის, სექტორს მეტად გააჯანსაღებს.
„ეს არის ინდექსაცია, რომელიც სავალდებულო ხდება ახალ ტენდერებში, რაც აუცილებლად გააჯანსაღებს სექტორს. ასევე, ფასების გადახედვა მოხდა, რომელიც მუდმივი იქნება და რეგულარულად მოხდება ფასების გადახედვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რეალურად დაუახლოვდეს საბაზრო ფასებს. ძალიან დიდი სხვაობები იყო ხოლმე ამასთან დაკავშირებით. ასევე, პირდაპირი ხარჯების გადახედვა მოხდა. ასევე, ისაუბრეს ანტიდემპინგურ სხვადასხვა ღონისძიებებზე“, - განაცხადა ზვიად თოიძემ.
ცნობისთვის, მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს. ცვლილებების მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება, პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში უფრო მდგრადი და პასუხისმგებლობის მქონე გარემოს შექმნა.
სწორედ ეს საკითხი განიხილეს პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამშენებლო კომპანიების და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
სხვა სიახლეები
საქართველოში ყველის იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა
08.06.2026.15:00
საქართველოში ყველისა და ხაჭოს იმპორტი იზრდება. საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ 2 564.3 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2 176.9 ტონა) 17.8%-ით მეტია.
რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, მომატებულია იმპორტზე დახარჯული თანხის მოცულობაც. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ყველისა და ხაჭოს იმპორტმა 13 528.5 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-აპრილში ეს მაჩვენებელი 11 609.6 ათას დოლარს შეადგენდა.
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ბაზარზე ყველის უმსხვილესი მომწოდებელი თურქეთია.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის ყველის იმპორტი განახორციელა: