შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით l გენადი არველაძე
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება დამატებით შესაძლებლობებსაჩენს ტურისტების მოზიდვის თვალსაზრისით , - აღნიშნულის შესახებ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
"მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა ავიაკომპანიებთან - China Southern-თან და China Eastern-თან. პირველი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, რაც მნიშვნელოვანია ასევე ტურისტული ნაკადის, ტურიზმის ნაკადის მოზიდვის კუთხით, რომ ახალი მიმართულებების დამატება მოხდება ამ შემთხვევაში მიმართულება შანხაი-თბილისის, რომელიც კიდევ დამატებით შესაძლებლობებს აჩენს, რომ მოვიზიდოთ როგორც ჩინეთიდან ტურისტები, ასევე იმ მესამე ქვეყნებიდან, რომელიც ფაქტიურად შანხაი ჰაბი გახლავთ, მაგალითად ახალი ზელანდიისთვის, იგივე სამხრეთ კორეისთვის, ავსტრალიისთვის. ანუ ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ხშირად სტუმრობენ შანხაის და შანხაი არის მიმართულება, რომლითაც ვისთანაც შანხაიდან ხორციელდება პირდაპირი ფრენები კიდევ აგრძელებენ ამ ვიზიტებს. მნიშვნელოვანია, მათ შორის ამ მიმართულების გარკვეულად პრომოცია მოხდება, რაც უფრო მეტ ტურისტს სხვადასხვა ქვეყნებიდან მათ შორის მოიზიდავს ამ მიმართულებაზე. ეს მნიშვნელოვანი იყო ზოგადად ტურისტული ნაკადი, რომელიც ჩვენ მივიღეთ 2025 წელს ჩინეთიდან 44%-ზე მეტით გაიზარდა, 127 ათასზე მეტი ტურისტი ესტუმრა, ჩინელი ტურისტი საქართველოს, რაც ფაქტიურად იყო დამსახურება პირდაპირი ფრენების თავისთავად, მაგრამ ასევე იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, რომელიც საქართველომ და ასევე ჩინეთმა მიიღეს ეს არის უვიზო მიმოსვლა, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტურისტული ნაკადების მოზიდვის კუთხით ჩინეთიდან.
ჩვენ ველოდებით რომ ბევრად გაიზრდება ასევე 2026 წელს და უკვე გვაქვს ეს დადებითი ტენდენცია, ზრდის ტენდენცია, რომელიც ფიქსირდება ჩინეთიდან ტურისტების მიმართულებით. ახალი მიმართულება, რომელიც ასევე უახლოეს ორ-სამ თვეში გვექნება ასევე შანხაი, დამატებით ტურისტს შემოიყვანს ჩინეთიდან და ის მიმართულებები, რომელიც ასევე China Southern-თან ჩვენ განვიხილეთ, ეს იყო პირდაპირი ფრენა პეკინსა და თბილისს შორის. დღეს როგორც იცით ეს China Southern-ი ახორციელებს ფრენებს თბილისი-ურუმჩი და შემდეგ პეკინი, მაგრამ მნიშვნელოვანი არის, რომ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების ასევე ბიზნესის კუთხით რომ მოხდეს პირდაპირი ფრენების დანიშვნა პეკინი-თბილისის და ამ კუთხით ჩვენ გვქონდა მიმოხილვა მათთან და ამ შესაძლებლობის შესაძლებლობას China Southern-ი განიხილავს. თუმცა ამას სჭირდება გარკვეული შესაბამისი მონაცემები, რომელსაც ჩვენ ველოდებით, რომ იმდენად მზარდია და როგორც გითხარით შარშანდელი წელი იმდენად კარგი იყო ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების კუთხით, 44%-იანი ზრდა უკვე გვაძლევს იმის იმედს, რომ მათ შორის ეს მიმართულებაც დადებითად იქნება განხილული China Southern-ის მიერ.
ჩვენ გვქონდა ასევე სხვადასხვა მიმართულებებით საუბარი რომ დაიწყოს სხვადასხვა ქალაქებში, სადაც ვხედავთ რომ ინტერესი მაღალია ჩვენი ქვეყნის მიმართ და აღნიშნული პირდაპირი ფრენები ბევრი სხვა ქალაქებიდანაც ხელს შეუწყობს დამატებით ჩინელი ტურისტების მოზიდვას. ასე რომ კარგი შეხვედრები იყო ამ მიმართულებით და ჩვენ ველით, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი სიახლე გვექნება ამ წელს და მომავალ წელსაც ", - აცხადებს გენადი არველაძე.
სხვა სიახლეები
რა ცვლილებები შევიდა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში - ყველა დეტალი ვრცლად
29.04.2026.13:51
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ თუ რა ცვლილებები შევიდა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში .
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში ცვლილება ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და პასუხი იმ თანამედროვე სავაჭრო ტენდენციებზე, რომელიც 2018 წლის შემდგომ, მას შემდეგ რაც ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთთან, მსოფლიოში გლობალურად ვითარდებოდა. შესაბამისად, ჩვენ ამ ცვლილებებით ვუპასუხეთ ზუსტად ამ გამოწვევებს. ეს ეხებოდა ოთხ ძირითად მიმართულებას: დაემატა ახალი თავი ინვესტიციების მიმართულება, რომელიც აქამდე არ მოიცავდა აღნიშნული შეთანხმება, რაც გულისხმობს, რომ დამატებით მხარეები შეეცდებიან, რომ ხელი შეუწყონ ორმხრივ ინვესტიციებს, მათ შორის გაამარტივონ პროცედურები, ხელი შეუწყონ და მაქსიმალურად გახადონ ხელმისაწვდომი ის ინფორმაცია, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო ინვესტიციების განხორციელებას. ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო მიმართულება, რომელიც ელექტრონულ კომერციას ეხება. როგორც მოგეხსენებათ, ელექტრონული კომერცია არის ის თანამედროვე პლატფორმა, რომლითაც დღეს გლობალური ვაჭრობა მიმდინარეობს და ამ კუთხით ჩინეთი გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც პროგრესირებს და შესაბამისად ანვითარებს ამ მიმართულებას და საქართველოს ასევე ელექტრონული კომერციის ძირითადი ნაწილიც ჩინეთის პლატფორმებზე მოდის. და ამ კუთხით გათვალისწინება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში, რომელიც გულისხმობს ინტერესთა ინტერესის დაცვას მომხმარებლების, ასევე შესაბამისი ელექტრონული კომუნიკაციების მიმართულებებით სხვადასხვა პერსონალური მონაცემების დაცვას, და ეს არის ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო მეტად განავითარებს ელექტრონულ კომერციას ორ სახელმწიფოს შორის. ასევე არის სანიტარული და ფიტოსანიტარული მიმართულება, სადაც ჩვენ კონკრეტულად გავწერეთ - აღნიშნული თავი, როგორც მოგეხსენებათ, იყო არსებულ შეთანხმებაში, თუმცა რაც გავწერეთ ეს არის კონკრეტული მექანიზმები, რომლითაც მოხდება უფრო მეტად იმ ტექნიკური ბარიერების და სავაჭრო ბარიერების უფრო სწრაფად აღმოფხვრა, ვიდრე ეს არსებული მექანიზმით იყო გათვალისწინებული. ამ მიზნით შეიქმნება შესაბამისი კომიტეტი ორმხრივი, რომელიც კონკრეტული პროდუქტების ბაზარზე დაშვების მიმართულებით იმსჯელებს და იმ ბარიერებს, რომელიც არსებობს დღეს ვაჭრობაში ორ ქვეყანას შორის, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრიან. ეს იყო ქართული მხარის ინტერესი. ჩვენ როგორც იცით ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე, მაგალითად თაფლზე, იგივე ფრინველის ხორცზე დიდი ხანია მიმდინარეობს მას შემდეგ რაც შევიდა ძალაში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, და რადგან არ გვქონდა ეგეთი მოქნილი და ეფექტური მექანიზმი, გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერებიდან გამომდინარე დიდი დრო წაიღო. კი მივაღწიეთ ჩვენ პროგრესს და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი არის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით უკვე შეძლებს ქართული თაფლი მოხვდეს ჩინურ ბაზარზე, ასევე ფრინველის ხორცი, რომელზეც უკვე ხელმოწერილი არის მემორანდუმი ჩვენი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შესაბამის საბაჟო სამსახურთან ჩინეთის, რაც აღიარებს იმ საკანონმდებლო ბაზას და იმ სისტემას მონიტორინგის, რომელიც ქვეყანაში გვაქვს დანერგილი ამ კუთხით. რაც ამ შემთხვევაში არის, იყო გარკვეული ის ვადა რაც წაიღო შესაბამისად არარსებულმა ეფექტურმა მექანიზმმა, გაწელა გარკვეულწილად ეს პროცესი. აქედან გამომდინარე ჩვენ ეხლა ამ მექანიზმით უკვე შემდგომში იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც ასევე საჭიროებს გარკვეულწილად აღიარებას, ანუ ბაზარზე დაშვებას, რომ შემდეგ საქართველოში ნაწარმოებმა პროდუქტმა შეაღწიოს ჩინეთის ბაზარზე და დააკმაყოფილოს ის მოთხოვნები, უფრო ეფექტურ მექანიზმის ფარგლებში ორმხრივად შევძლებთ ამას მოკლე ვადაში აღიარებას მივაღწიოთ და უფრო მეტი პროდუქტი განთავსდეს უკვე ჩინურ ბაზარზე საქართველოში წარმოებული “, - აცხადებს გენადი არველაძე.