მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7266.5
0.0044
flag
AZN 1.5802
-0.0006
flag
CNY 39.49
-0.002
flag
EUR 3.16
-0.0036
flag
GBP 3.6552
-0.0069
flag
KZT 58.2
0.0015
flag
TRY 0.0592
-0.0002
flag
USD 2.6859
-0.0015
news banner

შავი ზღვის კაბელი ევროპაში ექსპორტის ახალ შესაძლებლობას შექმნის - Galt & Taggart

news image

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას აქვეყნებს ,,ელექტროენერგიით ვაჭრობის პერსპექტივები საქართველოსა და კავკასიის რეგიონში".

,,ჩვენი მოლოდინით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2035 წლისთვის 20.0 ტვტ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2025 წლის 14.9 ტვტ.სთ-თან შედარებით წლიური 3.4%-იანი ზრდაა. მოთხოვნის ზრდას ძირითადად ეკონომიკური აქტივობა და ელექტრიფიკაცია განაპირობებს, მათ შორის კონდიციონერებისა და საოჯახო ტექნიკის უფრო ფართო გამოყენება და ელექტრომობილების რაოდენობის მატება.2007-26 წლებში განახლებადი ელექტროსადგურების 94% სახელმწიფოს მხრიდან წახალისების მექანიზმით აშენდა. 2017 წელს PPA-ს შეჩერებამ ინვესტორის ინტერესი შეანელა, ხოლო 2022 წლის ბოლოს CFD მექანიზმის ამოქმედებამ ინვესტორების ინტერესი კვლავ გააქტიურა. ჩვენი საბაზისო სცენარით, ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი დაჩქარდება, რის შედეგადაც საქართველოს დადგმული სიმძლავრე 2035 წლისთვის 8.8 გვტ-ს მიაღწევს. ამისთვის საჭირო იქნება $4.5 მლრდ-ის ინვესტიცია გენერაციის ობიექტებში და $1.0 მლრდ-ის ინვესტიცია ქსელის განვითარებაში. ამ სცენარის შემთხვევაში საქართველო ელექტროენერგიის წმინდა ექსპორტიორი გახდება, ხოლო პროექტების შეფერხების შემთხვევაში იმპორტზე დამოკიდებულება გაღრმავდება. რეგიონული ვაჭრობის შესაძლებლობები ქვეყანათაშორისი ხაზების გამტარუნარიანობაზე, რეგიონულ გენერაციის მიქსზე, ელექტროენერგიის ფასებსა და ბაზრის წესებზე იქნება დამოკიდებული. ისტორიულად საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო, თუმცა დაგეგმილმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა შესაძლოა სავაჭრო შესაძლებლობები გააფართოოს. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი ევროპაში ექსპორტის ახალ გზას შექმნის და გააძლიერებს საქართველოს როლს რეგიონულ ელექტროენერგიით ვაჭრობაში", - აღნიშნულია ანგარიშში.

პუბლიკაციის თანახმად, რეგიონში განახლებადი ენერგიის ყველაზე მაღალი წილი გენერაციაში საქართველოს აქვს.

,,შავი ზღვის კაბელი ევროპაში ექსპორტის ახალ შესაძლებლობას შექმნის. საგარეო ვაჭრობის აქტივობა დამოკიდებული იქნება ფასზე, გადამცემ ინფრასტრუქტურაზე და რეგიონში განახლებადი ენერგიის ათვისების დონეზე", - წერს Galt & Taggart-ი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ინგა ფხალაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს შეხვდა

11.05.2026.09:40

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. მხარეებმა ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების, ენერგეტიკული ურთიერთკავშირის და განახლებადი ენერგიის პროგრამის (ESPIRE) ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობაზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკის აქტიური მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს შავი ზღვის ფსკერის კვლევის მოსამზადებელი სამუშაოები. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აღნიშნული კვლევის შესრულების დეტალებზე და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე, რაც კაბელის მარშრუტის დეტალიზაციას, გარემოსდაცვით და სხვა მიმართულებებს უკავშირდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც შეხვედრის ფარგლებში ასევე იმსჯელეს, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კომპონენტი იყო, რომელიც ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

მსოფლიო ბანკის მისიასთან გამართულ შეხვედრაში ინგა ფხალაძესთან ერთად ასევე მონაწილეობდა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" დირექტორთა საბჭოს წევრი ზვიად გაჩეჩილაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა