მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7256.1
0.0036
flag
AZN 1.5836
-0.0002
flag
CNY 39.391
0.0007
flag
EUR 3.1499
0.0018
flag
GBP 3.6358
0.0044
flag
KZT 58.14
-0.006
flag
TRY 0.0597
-0.0001
flag
USD 2.692
-0.0005

შეიქმნება სპეციალური საინვესტიციო მექანიზმი ჩინეთთან, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, ორმხრივად განვიხილოთ მსხვილი საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩინეთი დაგვეხმარება მათ შორის მსხვილ და საშუალო კორპორაციებთან კონტაქტის დამყარების და კონკრეტულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით - გენადი არველაძე

news image

ჩინეთი მაღალ დონეზე იქნება ჩართული ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, როდესაც სამთავრობო დონეზე, სპეციალური საინვესტიციო მექანიზმის ფორმატის ფარგლებში, საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს განვიხილავთ და მოვიწონებთ," - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ გადაცემა Business Insider Georgia -ში სპეციალური საინვესტიციო მექანიზმის თაობაზე ჩინეთის მხარესთან მიღწეული შეთანხმება.

„ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტთან ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელმოწერილი "ერთი გზა - ერთი სარტყლის" ინიციატივის ფარგლებში. მასში ასახულია ყველა კონკრეტული მიმართულება და პროექტი, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს შუა დერეფნის განვითარებას. პეკინში შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ მაქსიმალურად დაჩქარდეს საგზაო რუკით განსაზღვრული მიმართულებების განხორციელება. მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ჩამოყალიბდება და შეიქმნება სპეციალური საინვესტიციო მექანიზმი, რომლის მსგავსი ფორმატიც ჩინეთს გარკვეულ ქვეყნებთან გააჩნია. ეს ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას მსხვილი საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვა ორმხრივად მოხდეს. ჩინეთი დაგვეხმარება ასეთი პროექტების განხილვაში, მათ შორის, მსხვილ და საშუალო კორპორაციებთან და კომპანიებთან კონტაქტის დამყარების და კონკრეტული პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კუთხით," - აღნიშნა გენადი არველაძემ.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

29.04.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1499 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6920 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6920 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6925 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1499 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1481 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0018 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა