თამარ იოსელიანი დიდი ბრიტანეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი დიდი ბრიტანეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილეს ჩარმიან ლივერის შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ციფრული დერეფნის განვითარებასა და ამ მიმართულებით საქართველოს დაკავშირებადობის ზრდაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი, გამოიყენოს გეოგრაფიული მდებარეობა, ხელსაყრელი საკანონმდებლო ჩარჩო და ბიზნესგარემო რეგიონული ციფრული ჰაბის განსავითარებლად. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ შავი ზღვის ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის პროექტი პრიორიტეტულია ევროპასა და აზიას შორის ციფრული დერეფნის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.
შეხვედრაზე ბრიტანულმა მხარემ შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის პროექტის მიმართ აქტიური დაინტერესება გამოხატა.
აღინიშნა, რომ პროექტმა უკვე გამოიწვია დიდი დაინტერესება როგორც ქართველი ტელეკომ-ოპერატორების, ისე პოტენციური ინვესტორების მხრიდან.
სხვა სიახლეები
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით უკვე შესაძლებელი იქნება ქართული თაფლი მოხვდეს ჩინურ ბაზარზე - გენადი არველაძე
29.04.2026.13:15
თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით უკვე შესაძლებელი იქნება ქართული თაფლი მოხვდეს ჩინურ ბაზარზე , - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
ჩვენ როგორც იცით ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე, მაგალითად თაფლზე, იგივე ფრინველის ხორცზე დიდი ხანია მიმდინარეობს მას შემდეგ რაც შევიდა ძალაში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, და რადგან არ გვქონდა ეგეთი მოქნილი და ეფექტური მექანიზმი, გარკვეული ბიუროკრატიული ბარიერებიდან გამომდინარე დიდი დრო წაიღო. კი მივაღწიეთ ჩვენ პროგრესს და მინდა ხაზი გავუსვა, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი არის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით უკვე შეძლებს ქართული თაფლი მოხვდეს ჩინურ ბაზარზე “, - ამბობს გენადი არველაძე.