მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7274.7
-0.0009
flag
AZN 1.5761
-0.0008
flag
CNY 39.367
-0.0133
flag
EUR 3.1201
-0.0173
flag
GBP 3.5838
-0.0377
flag
KZT 57.08
0.0053
flag
TRY 0.0588
-0.0002
flag
USD 2.6789
-0.0013
news banner

თამარ იოსელიანმა TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-18 სხდომაში მიიღო მონაწილეობა

news image

საქართველოს დაკავშირებადობის გასაძლიერებლად და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, TRACECA-ს ფარგლებში წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის მეთვრამეტე ყოველწლიურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველო მრავალმხრივი ინიციატივების ფარგლებში აქტიურად მუშაობს სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის გაფართოებაზე.

„შუა დერეფნის განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტია. 2032 წლისთვის ვგეგმავთ 7 მლრდ აშშ დოლარის მობილიზებას ძირითადი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელმაც საგრძნობლად გაზარდა ოპერაციული ეფექტურობა და შეამცირა ტრანზიტის დრო. რეგიონული სარკინიგზო კავშირები ასევე მნიშვნელოვნად განმტკიცდა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის დასრულებით, რაც ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ტვირთბრუნვის გაზრდას“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მოდერნიზაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ დაგეგმილი 430-კილომეტრიანი მარშრუტის 74%-ზე მეტი უკვე დასრულებულია და ექსპლუატაციაშია შესული, რაც ქვეყნის სატრანზიტო ეფექტურობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

„საზღვაო სექტორში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური წარმოადგენს ტრანსფორმაციულ პროექტს საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის. 2029 წლისთვის, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, ნავსადგური 600,000 TEU-მდე ტვირთის გადამუშავებას შეძლებს, ხოლო მეორე ფაზის ფარგლებში მისი გამტარუნარიანობა 2035 წლისთვის მინიმუმ 1 მილიონ TEU-მდე გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ მშენებლობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს - ტალღმჭრელისა და დაღრმავების სამუშაოები 2026 წლის აპრილში დაიწყო.

პარალელურად, საქართველო მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს საჰაერო კავშირების განვითარებაში. თბილისის მახლობლად დაგეგმილი ახალი საერთაშორისო აეროპორტი წლიურ გამტარუნარიანობას 5 მილიონი მგზავრიდან 20 მილიონამდე გაზრდის, რაც 2032 წლისთვის ქვეყნის აეროპორტების საერთო გამტარუნარიანობას წლიურად 30 მილიონ მგზავრამდე აიყვანს“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

თამარ იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა გადაზიდვების კუთხით არსებულ დადებით დინამიკაზე და აღნიშნა, რომ 2025 წელს საქართველოს პორტებში საკონტეინერო გადაზიდვების მკვეთრი მატება დაფიქსირდა - ტვირთბრუნვა 20%-ით გაიზარდა. ასევე, პოზიტიური დინამიკაა რკინიგზის მიმართულებითაც, სადაც საკონტეინერო გადაზიდვების წლიურმა მაჩვენებელმა 14%-იანი ზრდა აჩვენა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღინიშნა, 33%-ით მოიმატა სატრანსპორტო ნაკადებმა შუა დერეფნის გასწვრივ, რაც მკაფიოდ წარმოაჩენს საქართველოს, როგორც რეგიონის ძირითადი სატრანზიტო ჰაბის, მზარდ როლს. 

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, შუა დერეფნის ქვეყნების რკინიგზებს შორის ერთობლივი საწარმოს შექმნა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს შუა დერეფანში მულტიმოდალური მომსახურების კოორდინაციის, პროგნოზირებადობისა და მარშრუტის კონკურენტუნარიანობის გასაძლიერებლად.

ამასთან, თამარ იოსელიანის თქმით, შავი ზღვის დაკავშირებადობის განვითარება კვლავ რჩება პრიორიტეტად, განსაკუთრებით ევროპელ პარტნიორებთან პირდაპირი საბორნე მიმოსვლის გაფართოების გზით, რაც ევროპულ ბაზრებზე ეფექტურ წვდომას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სესიაზე თავმჯდომარე ქვეყნის უფლებამოსილება ყაზახეთს გადაეცა და ღონისძიების ფარგლებში, ტრასეკას ახალი გენერალური მდივანი აირჩიეს წევრმა სახელმწიფოებმა - იასურბეკ ჩორიევი (choriyev jasurbek), რომელიც აქამდე უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. ქართულმა მხარემ მიულოცა უზბეკ კოლეგას გენერალურ მდივნად არჩევა და აგრეთვე მადლობა გადაუხადა ტრასეკას გენერალურ მდივანს ასეტ ასავბაევს გაწეული მუშაობისთვის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სარეიტინგო სააგენტო "Fitch"-ის შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში სანდო და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას - ვახტანგ ცინცაძე

16.05.2026.13:43

„სარეიტინგო სააგენტო "Fitch"-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე, ხოლო პერსპექტივა უცვლელად, სტაბილურ დონეზე დატოვა. აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო სააგენტო ყურადღებას ამახვილებს ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე - შეფასებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე სხვა შესადარისი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური შოკების ფონზე აღნიშნული პერსპექტივის შენარჩუნება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას.

„შეფასებაში ყურადღება გამახვილებულია ქვეყანაში სანდო მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკის განვითარების ძლიერ ტენდენციაზე. ამის გათვალისწინებით, სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წლისთვის გააუმჯობესა, კერძოდ, წელს სარეიტინგო სააგენტო 6,5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რაც წინა შეფასებასთან შედარებით 1,2 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული" - აღნიშნა ცინცაძემ.

მისივე თქმით, სარეიტინგო სააგენტო ასევე ხაზს უსვამს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის განახევრებას და საერთაშორისო რეზერვების რეკორდულ დონეს.

„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი მოლოდინია, რომ ტენდენციები, რაც წინა წლებში ფიქსირდებოდა ეკონომიკური ზრდის კუთხით, გაგრძელდება როგორც 2026, ასევე მომდევნო წლებში. ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რათა გაიზარდოს დასაქმების მაჩვენებელი, შემცირდეს უმუშევრობა და ქვეყანაში შეიქმნას მეტი დამატებული ღირებულება" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა