მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7258.8
0.019
flag
AZN 1.5841
-0.0001
flag
CNY 39.476
0.0079
flag
EUR 3.1627
0.0122
flag
GBP 3.6509
0.018
flag
KZT 58.83
0.008
flag
TRY 0.0598
0
flag
USD 2.693
-0.0002

თბილისში დიზაინის ეკონომიკის შესახებ კონფერენციის გამართვა თავისთავად არის განაცხადი, რომ საქართველო ამ სფეროში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე - სოსო გიორგაძე

news image

თბილისში „დიზაინის ეკონომიკა, დიზაინის სამართლის შესახებ“ კონფერენციის გამართვა თავისთავად არის განაცხადი, რომ საქართველო ამ სფეროში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში, ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში და შემდგომ კონფერენციებზე, ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ფორმის - პატენტებისა და დიზაინის დაცვის საკითხები განიხილეს.

„ერთი კვირის წინ ჩვენ ვუმასპინძლეთ საქართველოში, თბილისში ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტს ბატონ ანტონიო კამპინოსს. ამ ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა გამოგონების ტექნოლოგიებთან და ბიზნესთან გადაქცევას, რა გამოწვევები არსებობს, როგორ უნდა დაიცვას, ამ შემთხვევაშიც საქმე ეხებოდა ინტელექტუალურ საკუთრებას, მაგრამ განსხვავებულ ფორმას, ეს იყო პატენტზე საუბარი, რომელიც მთლიანად მიმართულია ტექნოლოგიებზე, იქნება ეს თუნდაც მედიცინაში, იქნება ეს ინჟინერიაში, ფიზიკაში თუ ასე შემდეგ. დღეს კი ჩვენ ვსაუბრობთ, ანუ დღევანდელ კონფერენციაზე ვისაუბრებთ უკვე ინტელექტუალური საკუთრების სრულიად განსხვავებულ ფორმაზე - დიზაინზე.

ნებისმიერ შემთხვევაში, იქნებიან ეს მეცნიერები, რომლებიც მაგალითად ახალ პრეპარატს ქმნიან მედიცინაში, იქნებიან ესენი ფიზიკაში ან მექანიკაში, რომლებიც ახალი ტიპის ძრავს იგონებენ, თუ იქნებიან ესენი დიზაინერები, რომლებიც ემსახურებიან ავტოინდუსტრიას, რომელიც ემსახურებიან ავეჯის წარმოების ინდუსტრიას - ყველა, ყველა ეს ადამიანი თავისი შემოქმედების დაცვას ცდილობს იმისთვის, რომ მიიღონ მაქსიმალურად მეტი სარგებელი. და თუკი ეს ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილია, ბუნებრივია მისი დაცვა, სამართლებრივი დაცვა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი და მისი დაცვა ხდება სწორედ როგორც ინტელექტუალური საკუთრების. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია რაც უფრო მეტად ვითარდება ტექნოლოგიები, რაც უფრო მეტად იხვეწება თუნდაც ხელოვნური ინტელექტი, ძალიან რთულია ხოლმე ზღვარი გავავლოთ ადამიანის მიერ შექმნილ დიზაინს ან სხვა ტიპის ინტელექტუალურ საკუთრებას შორის თუ მანქანების მიერ შექმნილს. ასევე ძალიან ძნელია განსაზღვრო მოპარულია, მიმსგავსებულია თუ არა. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მხრივ მუდმივად დაიხვეწოს დაცვის მექანიზმები და ამავდროულად ეს დაცვა არ უნდა იქცეს ინტელექტუალური საკუთრების და ბიზნესის შემაფერხებლად“, - აღნიშნა საქპატენტის თავმჯდომარემ.

სოსო გიორგაძის თქმით, თბილისში დაგეგმილ ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო კონფერენციაში ცენტრალური ევროპისა და რეგიონის ქვეყნები, ასევე აკადემიური და კერძო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

„ანუ ორივე გზა პარალელურად უნდა ვიმუშაოთ ყველამ იმისთვის მთელ მსოფლიოში, რომ აუცილებლად მოვახდინოთ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. ეს იქნება გამოგონება ინჟინერიაში თუ იქნება გამოგონება ვთქვათ დიზაინში ან სასაქონლო ნიშანში ან თუნდაც მუსიკის შექმნა ან ლექსის დაწერა - ყველაფერი ეს ინტელექტუალური საკუთრებაა და აქედან გამომდინარე ჩვენ ხელი არ უნდა შევუშალოთ შემოქმედების პროცესს, მაგრამ აუცილებელია დავიცვათ შემოქმედი ადამიანები და დავიცვათ ბიზნესი, რომელიც ინვესტიციას აკეთებს სხვადასხვა მიმართულებაში. სწორედ ამას ემსახურება კონფერენცია, რომელიც გაიმართება თბილისში და ასევე ემსახურება საქართველოს საერთაშორისო დონეზე პოზიციონირებას. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ აქ თბილისში გადაწყვიტა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ, რომ გამართოს ეს კონფერენცია, პირველი კონფერენციაა მას შემდეგ ამ საკითხის ირგვლივ, რაც ხელი მოეწერა და ჩამოყალიბდა რიადის შეთანხმება და მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ჩვენი რეგიონის ქვეყნები იკრიბებიან. პირველ რიგში ეს არის ცენტრალური ევროპა, როგორც უკვე გითხარით: ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, თურქეთი - ეს ის ქვეყნებია, რომლებიც მონაწილეობენ ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან საკუთარ პოზიციებს წარმოადგენენ. გარდა ამისა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს კემბრიჯის უნივერსიტეტიდან მოწვეული პროფესორი, რომელიც თავის მოსაზრებებს წარმოადგენს და გარდა ამისა იქნებიან კერძო სექტორის წარმომადგენლები, საჯარო სექტორის წარმომადგენლები, უშუალოდ ხელოვანი ადამიანები და ჩვენ გვსურს, რომ ყველამ ერთად ვიმსჯელოთ არსებულ გამოწვევებზე და გზებზე, როგორ განვავითაროთ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, ამ შემთხვევაში დიზაინის დაცვა და როგორ შევუწყოთ ასევე ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს ხელი, რომ მათთვის საინტერესო გახდეს ეს ბაზარი ერთი მხრივ დიზაინი, როგორც ინტელექტუალური საკუთრების ფორმა და მეორე მხრივ უშუალოდ საქართველოს ბაზარი“, - აცხადებს სოსო გიორგაძე.

news banner news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ხელოვნური ინტელექტი უნდა გამოვიყენოთ რაციონალურად და მაქსიმალურად სწორად - სოსო გიორგაძე

28.04.2026.11:20

საქპატენტს და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი საქმიანობის შინაარსიდან გამომდინარე ლოგიკურია, განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით,  - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ განაცხადა. მისი თქმით, საქსპატენტმა გაეროსთან, კერძოდ WIPO-სთან და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სამაგისტრო პროგრამა შექმნა, რომელიც გასულ წელს დაიწყო .

„პირველი ნაკადი ასე ვთქვათ წელს დაასრულებს სწავლას. ასევე მომავალ წელს ველოდებით ახალ ნაკადს და არა მხოლოდ ქართველ სტუდენტებს, ასევე უცხოელ სტუდენტებს და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო და ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეს არის სამაგისტრო პროგრამა, რომელიც შემუშავდა მათ შორის კურიკულუმიც კი და სასწავლო პროგრამაც კი გაეროს ჩართულობით, უცხოელი ექსპერტების ჩართულობით. ეს ექსპერტები იყვნენ სტრასბურგის უნივერსიტეტიდან, ლონდონის უნივერსიტეტიდან, მსოფლიოში წამყვანი - ტურინის უნივერსიტეტიდან, რომლებიც ასევე კითხულობდნენ შემდგომ ლექციებს. და ასევე მომავალი წლისთვის უკვე მიმდინარეობს ლექტორების შერჩევა, რომლებიც ნაწილი იგივე იქნება, შეიძლება ნაწილი იყოს განსხვავებული, როგორც ქართველი ისე უცხოელი სტუდენტები.

გარდა ამისა ჩვენ ვმუშაობთ ქუთაისში განახლებული სასწავლო ცენტრის გახსნაზე, რომელიც სხვადასხვა ტიპის პროგრამებს შეასრულებს და ჩვენ გვსურს, რომ სხვადასხვა მიმართულებით სწავლება მივაწოდოთ საზოგადოების სხვადასხვა ფენას. მაგალითად ერთ-ერთი მიმართულება, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ - ეს არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების სწავლება. ხელოვნური ინტელექტი - ეს არ არის გასართობი საშუალება. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია უზარმაზარი როლი შეასრულოს სწავლებაში, შეუძლია უზარმაზარი როლი შეასრულოს ნებისმიერი საოფისე საქმიანობის გაუმჯობესებაში და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რომ მოსწავლით დაწყებული, მასწავლებლით დამთავრებული, გამომგონებლით დაწყებული, თუნდაც უბრალო ინჟინერიით დამთავრებული, ყველას ავუხსნათ რომ ხელოვნური ინტელექტი უნდა გამოვიყენოთ რაციონალურად და მაქსიმალურად სწორად, რომ ჩვენი პროდუქტიულობა გავზარდოთ, იმიტომ რომ მსოფლიო ბაზარზე, შრომის ბაზარზე ხელოვნური ინტელექტი გახდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი, ასე ვუწოდებ, რომელმაც გაზარდა კონკურენცია. თუკი ჩვენ ვმუშაობთ უკვე ტექნოლოგიების გარეშე, შრომით ბაზარზე ჩვენი კონკურენტუნარიანობა ძალიან ეცემა, ამიტომ იმისთვის, რომ ჩვენ ეფექტიანად გამოვიყენოთ ყველა თანამედროვე ტექნოლოგია, მნიშვნელოვანია რომ საქართველოში შრომისუნარიანი და ასევე მოსწავლეები, სტუდენტები აღვჭურვოთ ამ ცოდნით, როგორ გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიები და იმედი მაქვს, რომ ჩვენი სასწავლო ცენტრი ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“, - აცხადებს სოსო გიორგაძე.

იმავდროულად, „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე საქართველოში მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებსა და ევროპის საპატენტო სისტემაში სრულ ინტეგრაციას აანონსებს. 

„ბუნებრივია სხვა სასწავლო მიმართულებებიც გვექნება, რომელიც დაკავშირებულია ინტელექტუალურ საკუთრებასთან. გარდა ამისა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებას ვაპირებთ ასევე საქართველოში, იმის გათვალისწინებით, რომ ინტელექტუალური საკუთრება არის - სადაც არის პროგრესი, ტექნოლოგიური პროგრესი, იქ არის ინტელექტუალური საკუთრება. თანამედროვე შემოქმედებითი პროგრესი, ნებისმიერ ინდუსტრიაში - ეს იქნება დიზაინი, მუსიკა, ხელოვნება, მწერლობა - იქ არის ინტელექტუალური საკუთრება. ამიტომ ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია მთელ მსოფლიოში ტექნოლოგიებთან ერთად და ბუნებრივია გამოწვევები იქნება შედარებით უფრო სწრაფი და საჭიროა ამ გამოწვევებზე სწრაფი რეაგირება და პირველ რიგში რა თქმა უნდა ეს არის საკანონმდებლო ცვლილებები და ვგეგმავთ რომ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება განვახორციელოთ. გარდა ამისა საქართველომ გასულ წელს უკვე მიმართა ევროპის საპატენტო უწყებას, რომ ევროპის საპატენტო კონვენციას მივუერთდეთ. მანამდე ჩვენ 2024 წელს უკვე ვალიდაცია მოვახდინეთ ევროპული პატენტის საქართველოში და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით - ეს რამდენიმე წლიანი პროცესია - გვსურს რომ აქტიურად გავაგრძელოთ მუშაობა. ეს ნიშნავს პირდაპირ ინტეგრაციას ევროპის საპატენტო სისტემაში“, - აღნიშნა სოსო გიორგაძემ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა