მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7255.3
-0.0059
flag
AZN 1.5824
-0.0004
flag
CNY 39.39
-0.0013
flag
EUR 3.1499
-0.0094
flag
GBP 3.6451
-0.016
flag
KZT 57.88
-0.0021
flag
TRY 0.0595
-0.0001
flag
USD 2.6899
-0.0009
news banner

თბილისში სასტუმროების დატვირთულობა 43%-მდე გაიზარდა, რაც ევროკავშირიდან ვიზიტორთა ძლიერი ნაკადით არის განპირობებული | Galt & Taggart

news image

Galt & Taggart-ი ტურიზმის 2026 წლის I კვარტლის შეჯამებას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, 2026 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 0.2%-ით შემცირდა და 1.2 მლნ შეადგინა. ვიზიტორების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. შესაბამისად, 2026 წლის I კვარტალში ტურისტების რაოდენობა წლიურად 4.0%-ით გაიზარდა და 1.0 მლნ-ს მიაღწია, ხოლო ერთდღიანი ვიზიტორები წლიურად 19.0%-ით შემცირდა და 0.2 მლნ შეადგინა.

,,საერთაშორისო ვიზიტორების ზრდამ რუსეთიდან (+5.2% წ/წ), თურქეთიდან (+5.8% წ/წ), უკრაინიდან (+24.5% წ/წ), ჩინეთიდან (+48.6% წ/წ) და ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ) დააკომპენსირა ვიზიტორების კლება ახლო აღმოსავლეთიდან, ინდოეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ირანის კონფლიქტის ფონზე, ისრაელიდან ვიზიტორები წლიურად 17.5%-ით, ირანიდან კი 48.8%-ით შემცირდა. ინდოეთიდან ვიზიტორების 29.5%-იანი კლება ორ ძირითად ფაქტორს უკავშირდება: ინდოეთის უმსხვილესი ავიაკომპანიის, IndiGo-ს მიერ თბილისის მიმართულებით ფრენების შეჩერებას და ინდოეთიდან ქუთაისის მიმართულებით არაპირდაპირი ფრენების შეზღუდვას.

ჩვენი მოლოდინით, 2026 წელს საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა დაბალი ერთნიშნა ტემპით გაიზრდება. ისრაელ-ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული შემაფერხებელი ფაქტორები, მათ შორის საავიაციო ხარჯების ზრდა, სავარაუდოდ, წლის პირველ ნახევარზე იქონიებს გავლენას. თუმცა, მეზობელი ქვეყნებიდან სახმელეთო ტურისტების ზრდა, ასევე, ჩინეთიდან, ევროკავშირიდან და რუსეთიდან მზარდი საჰაერო ნაკადები, ხელს შეუწყობს ტურისტების საერთო ზრდას 2026 წელს. ამასთან, აზერბაიჯანთან სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენა ვიზიტორების დამატებით ზრდის პოტენციალს წარმოადგენს”, - წერს Galt & Taggart-ი.

2026 წლის I კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 0.5%-ით გაიზარდა და 829.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ზრდა ძირითადად ევროკავშირიდან (+36.4% წ/წ), თურქეთიდან (+12.2% წ/წ), უკრაინიდან (+34.2% წ/წ) და საუდის არაბეთიდან (+47.6% წ/წ) მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა, მაშინ, როცა ახლო აღმოსავლეთის სხვა ძირითადი ქვეყნებიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად შემცირდა. ,,ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წელს 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს. ეს მაჩვენებელი შემცირებულია ჩვენს თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით (5.0 მლრდ აშშ დოლარი) და ეფუძნება დაშვებას, რომ ირანის ესკალაცია მოკლევადიანი იქნება”, - აღნიშნავს Galt & Taggart-ი.

Galt & Taggart-ის ანგარიშის თანახმად, თბილისში სასტუმროების KPI-ები გაუმჯობესებულია. ,,თბილისში სასტუმროების KPI-ები გაუმჯობესდა - საშუალო დატვირთულობა გაიზარდა 43%-მდე (1Q25-ის 39%-იდან), ხოლო საშუალო დღიური ტარიფი (ADR) გაიზარდა 89 აშშ დოლარამდე (1Q25-ის 83 დოლარიდან). აღნიშნული, განპირობებულია ევროკავშირიდან ჩამოსულ ვიზიტორთა ძლიერი ნაკადით და წლის პირველი ორი თვის განმავლობაში დაფიქსირებული მყარი ზრდით”, - წერს  Galt & Taggart-ი.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა

04.05.2026.17:01

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1499 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6899 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.6899 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6908 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1499 ლარია მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1593 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0094 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა