TOP 5 კერძო უნივერსიტეტი 2025 წლის II კვარტლის ბრუნვის მიხედვით
საქართველოში ბრუნვის მიხედვით ყველაზე დიდი უნივერსიტეტები ცნობილია (2025 წლის მეორე კვარტალის მონაცემები)
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP 5 უნივერსიტეტი გამოიკვეთა:
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 20/07/1995. კომპანიის 50%-ის მფლობელია შპს პროგრეს 2012, 25%-ის ნურლან სადიგზადე, 12.5%-ის ვახტანგ წივწივაძე, ხოლო დარჩენილი 12.5%-ის ვასილ ჩიგოგიძე. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ვახტანგ წივწივაძე.
შპს კავკასიის უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 21/10/2004. კომპანიის აქციების 82%-ის მფლობელია ხატია გოგლიძე, 10,5%-ის თორნიკე შენგელია, 2.5%-ის ბორის ლეჟავა, 2.5%-ის მანანა თურქია, ხოლო დარჩენილი 2.5%-ის რატი სხირტლაძე. დირექტორი - კახა შენგელია.
შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს რეგისტრაციის თარიღია: 19/11/2001. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია გია კავთელიშვილი. რექტორი - გია კავთელიშვილი.~
შპს საქართველოს უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 26/07/2004. კომპანიის 50%-ის მფლობელია მანანა სანაძე, 37.5%-ის გიული ალასანია, ხოლო დარჩენილი 12.5%-ის ნიკოლოზი ალასანია. პრეზიდენტები - მანანა სანაძე და გიული ალასანია.
შპს ევროპის უნივერსიტეტის რეგისტრაციის თარიღია: 27/12/1999. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ლაშა კანდელაკიშვილი. პრეზიდენტი - ლაშა კანდელაკიშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ტურიზმის სექტორში საერთაშორისო ბრენდების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა - გიორგი დოლიძე
სხვა სიახლეები
სებ-თან არსებული დავების კომისიის გადაწყვეტილებით, გასულ წელს განხილული დავების თითქმის 80% მოქალაქეთა სასარგებლოდ გადაწყდა l ნათია თურნავა
18.05.2026.14:43
2025 წელს საქართველოს ეროვნულ ბანკთან არსებული დავების განმხილველი კომისიის მიერ განხილული დავების თითქმის 80% მომხმარებელთა სასარგებლოდ დასრულდა. შედეგად, პროვაიდერებმა მომხმარებლებს ჯამურად 400 000 ლარზე მეტი აუნაზღაურეს, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე 2025 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, კომისია თავის საქმიანობაში დამოუკიდებელი ორგანოა, რომელიც უსასყიდლოდ განიხილავს მომხმარებლებსა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის ბანკებს შორის დავებს.
„2025 წლის მდგომარეობით, კომისიამ მიიღო 158 საჩივარი. აქედან 111 საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, რომელთა დავის საგნის ჯამურმა ღირებულებამ გადააჭარბა 1 მილიონ ლარს. გადაწყვეტილი დავების 78 პროცენტი მომხმარებლებისთვის სასარგებლოდ დასრულდა. კომისიის საქმიანობის ფარგლებში უკვე ფაქტობრივად ანაზღაურებული/ჩარიცხული თანხების მოცულობამ შეადგინა 412 000 ლარი", - განაცხადა ნათია თურნავამ.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გამოსვლისას სებ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა გასულ წელს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ არაერთ მნიშვნელოვან აქტივობაზე. მათ შორის, დამტკიცდა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგია, რაც ხელს უწყობს მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის ხედვაზე, პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. გარდა ამისა, დაიხვეწა არსებული საკანონმდებლო ჩარჩო.
„დამატებით, კონკურენტული გარემოს გაძლიერებისა და მომხმარებელთა დაცვის მიზნით, 2025 წლის 1 მაისიდან ფიზიკური პირებისა და 2 მილიონ ლარამდე ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის რეფინანსირებისას წინსწრებით დაფარვის საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა 2 პროცენტიდან 0.5 პროცენტამდე შემცირდა. ცვლილებების შედეგად შემცირდა ვალდებულების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯი, რაც ხელს უწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას", - დასძინა ნათია თურნავამ და მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს კანონში შესული ცვლილების გამო, რომლის თანახმად დავის საგანი 100 000 ლარამდე გაიზარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.