მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7256.1
0.0036
flag
AZN 1.5836
-0.0002
flag
CNY 39.391
0.0007
flag
EUR 3.1499
0.0018
flag
GBP 3.6358
0.0044
flag
KZT 58.14
-0.006
flag
TRY 0.0597
-0.0001
flag
USD 2.692
-0.0005

უფრო მეტი საქართველო Mastercard-ის გლობალურ რუკაზე და საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაში - როგორია კომპანიის 2026 წლის სტრატეგია

news image

„2026 წლის სტრატეგიაა: უფრო მეტი საქართველო Mastercard-ის გლობალურ რუკაზე და უფრო მეტი Mastercard საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაში“, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან  Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს ბაზრის გაღრმავებას, ჰაბის როლის გაძლიერებას, ტურიზმისა და ექსპორტის მხარდაჭერას, ფინტეკისა და სტარტაპების ეკოსისტემის გაძლიერებას. 

„საქართველოს ფინტეკ ეკოსისტემის განვითარების ტემპი, ჩვენი შეფასებით, არის „წინმსწრები“, ანუ უფრო სწრაფი, ვიდრე პატარა ბაზრისგან შეიძლება გვქონოდა მოლოდინი. ქართული ბაზარი ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე პოზიციას იკავებს რეგიონში ციფრული გადახდების, მომხმარებლის სიმწიფისა და ტექნოლოგიებისადმი მიმღებლობის მხრივ. ინოვაციის შესაძლებლობებს ვხედავთ რამდენიმე მიმართულებით. ესენია ბიომეტრია და ციფრული იდენტობა, FacePay, Passkey, ტოკენიზებული აუთენტიფიკაცია და სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებას სთავაზობს „შეუმჩნეველ“, მაგრამ დაცვის დამატებით ფენას. ასევე, უნდა ვახსენოთ AI-ზე დაფუძნებული ფინანსური სერვისები, თაღლითობის აღმოჩენა, ქცევის ანალიზი, ჰიპერპერსონალიზებული შეთავაზებები, რომლებიც მომხმარებელს Live-რეჟიმში აწვდიან მის საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს. და ცხადია ტოკენიზაცია და Multi-Token Network, ციფრული აქტივებით (სტეიბლკოინები, ტოკენიზებული აქტივები) გადახდების უსაფრთხო და გამჭვირვალე ინფრასტრუქტურის შექმნა. 

საქართველოს უპირატესობა ის არის, რომ აქ ინოვაციები ძალიან სწრაფად ინერგება და როგორც უკვე აღვნიშნე, მომხმარებელი სიახლეს მარტივად იღებს. ეს ქმნის უნიკალურ გარემოს, სადაც ფინტეკ-ინიციატივები შეიძლება ჯერ საქართველოში დაიტესტოს და შემდეგ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდეს“, - აცხადებს დავით ზღუდაძე,   

news banner news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2026 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 472 სამშენებლო ნებართვა l საქსტატი

30.04.2026.11:17

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 472 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.8 პროცენტით მეტი) 2 367.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.6 პროცენტით ნაკლები). ნებართვების თითქმის სამი მეოთხედი ნაწილი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.7 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 10.1 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 7.8 და 7.8 პროცენტი კი — კახეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. 

2026 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 722.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.5 პროცენტით მეტი) 683 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტით ნაკლები).

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 31.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 13.8 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.3 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე და 10.7 პროცენტი — კახეთის რეგიონზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა