მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

უფრო სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურება - სებ-მა ავტომატიზებული გადარიცხვებისა და ელექტრონული ანგარიშსწორების განახლებული საგადახდო სისტემა დანერგა

news image
mbc image

სებ-მა წარმატებით დაასრულა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და კლირინგის სისტემების განახლება. 

აღნიშნული პროექტი გამოირჩევა განსაკუთრებული მასშტაბითა და კომპლექსურობით ეროვნული ბანკის გარდა, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და ტექნოლოგიური ცვლილებები განახორციელეს ყველა კომერციულმა ბანკმა, მიკრობანკმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინამ. მსგავსი მასშტაბის პროექტი საქართველოს საფინანსო სექტორში 2009 წლის შემდეგ პირველად განხორციელდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ პროექტის სისტემურ მნიშვნელობას ქვეყნის ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. 

RTGS-ის განახლებული სისტემის დანერგვა მიზნად ისახავს ფინანსური სექტორისა და მომხმარებლებისთვის - ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის - უფრო სწრაფი, უსაფრთხო და საიმედო მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო მეტად დაახლოებას. გარდა ამისა, ახალი ინფრასტრუქტურა ქმნის კარგ საფუძველს მომავალი ინოვაციური სერვისების, მათ შორის, მყისიერი გადახდების სისტემისა(IPS) და დამატებითი ციფრული მომსახურებების განვითარებისთვის. 

ეს პროექტი ქვეყნის ფინანსური სექტორის მოდერნიზაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს, როგორც თანამედროვე და მდგრადი საგადახდო ეკოსისტემის მქონე ქვეყნის პოზიციას მსოფლიოში მზარდი დიჯიტალიზაციის პროცესის კვალდაკვალ. 

განახლებული საგადახდო სისტემა სრულად ეფუძნება ISO 20022-ის საერთაშორისო სტანდარტს და უზრუნველყოფს უფრო თანამედროვე, მოქნილ და ეფექტიან საგადახდო გარემოს.

პროექტი განხორციელდა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყნის საგადახდო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას და მისი მოდერნიზაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელებას. 

ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემის ინფრასტრუქტურაში გაფართოვდა მონაწილეთა წვდომა, რაც განახლებული სისტემის ფარგლებში ტექნიკურადაც სრულიად მხარდაჭერილი გახდა. კერძოდ, არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს მიეცათ შესაძლებლობა შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდგომ გახდნენ სისტემის მონაწილეები, რაც ხელს შეუწყობს კონკურენციის ზრდას და მომხმარებლისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზებას. 

საქართველოს ეროვნული ბანკი მადლობას უხდის ყველა ჩართულ მხარეს - კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს, ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინას, აქტიური თანამშრომლობისა და სისტემის წარმატებული დანერგვის პროცესში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ასევე, სისტემის მწარმოებელ კომპანია „მონტრანს“ პროექტის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში ყველის იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა

08.06.2026.15:00

საქართველოში ყველისა და ხაჭოს იმპორტი იზრდება. საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანამ 2 564.3 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2 176.9 ტონა) 17.8%-ით მეტია.

რაოდენობრივ ზრდასთან ერთად, მომატებულია იმპორტზე დახარჯული თანხის მოცულობაც. მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ყველისა და ხაჭოს იმპორტმა 13 528.5 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-აპრილში ეს მაჩვენებელი 11 609.6 ათას დოლარს შეადგენდა.

მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოს ბაზარზე ყველის უმსხვილესი მომწოდებელი თურქეთია. 

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობის ყველის იმპორტი განახორციელა:

  • თურქეთი - 538.9 ტონა
  • რუსეთი - 415.3 ტონა
  • გერმანია - 352.7 ტონა
  • პოლონეთი - 321.1 ტონა
  • ბელარუსი - 180.7 ტონა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა