უახლოეს დღეებში ჩვენს დახლებზე ნახავთ კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს ძირითად საჭიროებებზე l „ნიკორა სუპერმარკეტი"
„ნიკორა სუპერმარკეტი", პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, საცალო ვაჭრობის ქსელების - „გუდვილის" და „დეილი ჯგუფის" მსგავსად, განცხადებას ავრცელებს და ფასების განახლების შესახებ იუწყება, რაც ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
როგორც „ნიკორა სუპერმარკეტი" აცხადებს, მომხმარებელი, უახლოეს დღეებში დახლებზე კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს იხილავს.
„„მეტი ხელმისაწვდომობა ყოველდღიურ პროდუქტებზე“ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიყოთ ახლოს იმ საჭიროებებთან, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს მომხმარებელს. ვაკვირდებით მიმდინარე გარემოს და ვრეაგირებთ მყისიერად, რათა თქვენი ყოველდღიური სტუმრობა ნიკორაში იყოს კიდევ უფრო მიმზიდველი. ამ მიდგომის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე - იმაზე, რაც ყველაზე ხშირად მოხმარებადია. უახლოეს დღეებში ჩვენს დახლებზე თქვენ ნახავთ კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს ძირითად საჭიროებებზე. ჩვენს ინტერესებზე მაღლა ყოველთვის ვაყენებთ მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს, სწორედ ამიტომ ვამარტივებთ თქვენს ყოველდღიურობას და მუდმივად ვრჩებით თქვენთან უფრო ახლოს. მუდამ თქვენთან - "ნიკორა სუპერმარკეტი"" - აღნიშნულია განცხადებაში.
სხვა სიახლეები
პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი - მიზანი არის როგორ შევამციროთ აღნიშნული ხარჯები l შოთა ბერეკაშვილი
02.05.2026.21:13
პირველ რიგში, კარგად და საბოლოოდ რომ ჩამოვაყალიბოთ ეს მიმართულება, პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა.
შოთა ბერეკაშვილის თქმით, მიზანია აღნიშნული ხარჯები როგორ შემცირდეს.
„პირველ რიგში, კარგად და საბოლოოდ რომ ჩამოვაყალიბოთ ეს მიმართულება, პრობლემა არის ხარჯებში, არაეფექტურ ბიზნესმოდელში და არა გადაჭარბებულ მოგებაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიზანი არის როგორ შევამციროთ აღნიშნული ხარჯები. სწორედ ეს არასამართლიანი ვაჭრობის პრაქტიკის დირექტივა არის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც შესაძლებელს გახდის მხარეებს შორის სამართლიანი ურთიერთობის ჩარჩოს შექმნას.
კომერციული ურთიერთობების ჩარჩოში მოქცევა საშუალებას მისცემს თითოეულ მოთამაშეს იცოდეს, კონკრეტულ პროდუქციაზე გადახდის როგორი პირობები უნდა იყოს. ჩვენი როლი არის მედიატორი, რომ ეს დალაგდეს ჯაჭვში. სამართლიანი იყოს.
დასკვნის მთავარი მიზანი იყო, რომ ობიექტურად აღგვეწერა სიტუაცია, ჩვენი მიზანი იყო, რომ ობიექტურად პრობლემები დაგვენახა. ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ აგრესიული ჩარევის. ბრუნვის მიხედვით სექტორი არის ჩვენი ეკონომიკის 20%-ი. მე როდესაც ვახსენე კაპიტალის წნეხი, ეს რას ნიშნავს, რომ ჯაჭვში არსებობს ლიკვიდობის მნიშვნელოვანი პრობლემა და აგრესიულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გამოიწვიოს ქსელის ფინანსური სტაბილობის დარღვევა. შედეგობრივად მოგვიტანს ჯაჭვის ჩაშლას. ამ სექტორში ათიათასობით ადამიანია დასაქმებული, ამიტომ ჩვენი მიდგომა არის ძალიან მიზნობრივი“, - აღნიშნა მან.