მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7266.5
0.0044
flag
AZN 1.5802
-0.0006
flag
CNY 39.49
-0.002
flag
EUR 3.16
-0.0036
flag
GBP 3.6552
-0.0069
flag
KZT 58.2
0.0015
flag
TRY 0.0592
-0.0002
flag
USD 2.6859
-0.0015
news banner

„ჯეოსთილმა“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, ჯამურად 20 მლნ დოლარის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები წარმატებით განათავსა

news image

გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, კომპანია „ჯეოსთილმა“, მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მეორე ტრანშის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით, „გალტ & თაგარტის“ სათავო ოფისში პრეს კონფერენციას უმასპინძლა.

პროგრამის ფარგლებში კომპანიას ჯამურად გამოშვებული და განთავსებული აქვს 20 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები, რომლიდანაც მეორე ტრანშმა 5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული პროგრამა პირველ მდგრადობასთან დაკავშირებულ და, ასევე, პირველ და ერთადერთ მძიმე მრეწველობის სექტორის მოთამაშის შეთავაზებას წარმოადგენს საქართველოში.

2023 წლის აპრილში გამოშვებული პირველი ტრანში, 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, კომპანიის ისტორიაში პირველი კორპორატიული ობლიგაციების ემისია იყო. პირველი ტრანშის საპროცენტო განაკვეთი 9.00% იყო. მეორე ტრანში კომპანიამ გაუმჯობესებული საპროცენტო განაკვეთით, 8.50%-ით, განათავსა. ფასის გაუმჯობესება შესაძლებელი გახდა ობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნის (oversubscription) შედეგად, რომელმაც განთავსებული მოცულობის 150% შეადგინა. ორივე ტრანშის ობლიგაციების ვადიანობა 2 წელია და ჯამში, ორივე ემისიის შედეგად, კომპანიას 75 ინვესტორი ჰყავს.

„ჯეოსთილის“ გეგმით, პირველი ტრანშის მოცულობიდან 5 მილიონი აშშ დოლარი და მეორე ტრანშის სრული მოცულობა, 5 მილიონი აშშ დოლარი, მოხმარდა საწარმოო დანადგარების ოპტიმიზაციასა და ახალი ენერგოეფექტიანი დანადგარების შეძენასა და დანერგვას.  აღნიშნული კაპიტალური პროექტების შედეგად კომპანია მნიშვნელოვნად შეამცირებს საწარმოო პროცესში ბუნებრივი აირის მოხმარებას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს კომპანიის ნახშირორჟანგის გამონაბოლქვს. პირველი ტრანშის დარჩენილი თანხა, 10 მილიონი აშშ დოლარი, სრულად მოხმარდა არსებული სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას, რის შემდეგაც გაუმჯობესდა კომპანიის დაფინანსების პირობები, მათ შორის, ვალდებულებების ვადიანობის და ლიკვიდურობის პროფილი.

ობლიგაციების პროგრამასთან დაკავშირებით კომპანიას შემუშავებული აქვს მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ჩარჩო (Sustainability-Linked Bond Framework), რომელზეც „მეორე მხარის მოსაზრება“ (Second Party Opinion) დამოუკიდებელმა შემფასებელმა, DNV Business Assurance Norway AS-მა გასცა. აღნიშნული ჩარჩოს ფარგლებში კომპანია გეგმავს თავისი საწარმოო გამონაბოლქვის მნიშვნელოვნად შემცირებას, რაც თანხვედრაშია კომპანიის გარემოსდაცვით მიზნებთან.

პროგრამის ფარგლებში დანარჩენილი ტრანშ(ებ)ის ემისია 10 მილიონ აშშ დოლარამდე იგეგმება 2024 წლის პირველ ნახევარში, იმის გათვალისწინებით, რომ ობლიგაციების პროგრამა ჯამში 30 მილიონ აშშ დოლარამდე ემისიას ითვალისწინებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამართულ პრეს-კონფერენციას ესწრებოდნენ გარიგების განხორციელებაში ჩართული მხარეები და კაპიტალის ბაზრის ძირითადი მონაწილეები, ხოლო პრეს-კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ:

    • ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის“, მმართველი დირექტორი
    • ჯაიდიპ სინგ კაპური, „ჯეოსთილის“ დირექტორი
    • დავით აბესაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 

სპიკერებმა და ღონისძიებაში მონაწილეებმა მიმოიხილეს გარიგებისა და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრისთვის მნიშვნელოვანი  საკითხები, რომელთა შორისაც იყო გარიგების დანიშნულება და  უპირატესობები კომპანიისთვის,  „გალტ & თაგარტის“ როლი  ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში, ინვესტორების მხრიდან დაინტერესება გარიგების თუ ზოგადად სავალუტო ობლიგაციების მიმართ და კაპიტალის ბაზრის ძირითადი ტენდენციები.

ბალაკრიშნან საჯივი, „ჯეოსთილის“ გენერალური დირექტორი: „მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ „ჯეოსთილმა“ ჯამურად დაგეგმილი $30 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების მეორე ტრანში, $5 მილიონი აშშ დოლარი, წარმატებით გამოუშვა. ეს არის პირველი მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ტრანზაქცია საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. კომპანია ისწრაფვის თავისი მდგრადი მიზნების შესრულებისკენ და სურს უწყვეტი წვლილი შეიტანოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ვიმედოვნებთ, რომ ტრანზაქცია წაახალისებს მდგრადი ობლიგაციების გამოშვებას ქვეყანაში და სხვა კომპანიებს მისცემს დამატებით მოტივაციას, რომ მათაც დაიწყონ მუშაობა მაღალი გარემოდასცვითი, სოციალური და მმართველობის სტანდარტების დანერგვაზე. ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ ამ მხრივ პირველები ვართ და ამ მხრივ წვლილი შევიტანეთ საქართველოს მძიმე მრეწველობის სექტორის განვითარებაში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს განთავსების აგენტს - „გალტ ენდ თაგარტს“ და ყველა სხვა ჩართულ მხარეს." 

ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის” მმართველი დირექტორი: „მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტი“ წარმოადგენდა პირველი მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების პროგრამის ექსკლუზიურ პარტნიორს საქართველოში და ქვეყნის უმსხვილეს ფოლადის მწარმოებელ კომპანიას, „ჯეოსთილს“ შესაძლებლობა მისცა ენერგოეფექტური და გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებისთვის დაფინანსება მოეპოვებინა. ვიმედოვნებთ, მომავალში ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში კიდევ არაერთი მსგავსი, ბაზრისთვის ინოვაციური გარიგება წარმატებით განხორციელდება. ხაზს გავუსვამ, რომ მდგრადი ფასიანი ქაღალდების მიმართულებით „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბაზარზე ინოვატორი საინვესტიციო ბანკია. მომავალშიც ვფიქრობთ, არაერთ სხვა საინტერესო, მათ შორის მდგრად, პროდუქტს შევთავაზებთ როგორც პოტენციურ ინვესტორებს, ასევე კომპანიებს.“

 

შპს  „ჯეოსთილის“ შესახებ:

შპს „ჯეოსთილმა" 2007 წელს დაიწყო სრულიად ავტომატიზირებული ფოლადის ქარხნის მშენებლობა საქართველოში, ქალაქ რუსთავის ინდუსტრიულ ნაწილში. 2010 წელს ქარხანამ პირველი პროდუქტი აწარმოა. ამჟამად „ჯეოსთილი“ ძირითადად აწარმოებს ფოლადს, არმატურას.

„ჯეოსთილი“  JSW Steel Netherlands BV (JSW) და Georgian Steel Group Holding–ის (GSGH) ერთობლივი საწარმოა. JSW არის გლობალურად ცნობილი სახელი ფოლადის წარმოების სფეროში, რომლის საქმიანობა ვრცელდება: სამთო მრეწველობის, ენერგეტიკის, ცემენტის, მშენებლობის, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში. Georgian Steel Group Holding-თან პარტნიორობამ კომპანიას მისცა შესაძლებლობა, გამხდარიყო არმატურის უმსხვილესი მიმწოდებელი საქართველოში 52%-იანი ბაზრის წილით. მეტი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებ გვერდზე.

 

სს „გალტ & თაგარტის“ შესახებ:

სს „გალტ & თაგარტი“ საქართველოს ბანკის ჰოლდინგური კომპანიის 100% მფლობელობაში არსებული შვილობილია. კომპანია სთავაზობს საინვესტიციო საბანკო და ინვესტიციების მართვის მომსახურების ფართო სპექტრს, საინვესტიციო საბანკო, აქტივების მართვის, საბროკერო, დაგროვილი ქონების მართვისა და კვლევების მიმართულებების მეშვეობით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.gt.ge

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ფინანსები
image თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

06.05.2026.11:56

მარტსა და აპრილში ექსპორტის ზრდა ტურიზმის დანაკლისსა და ნავთობის გაძვირებულ იმპორტს აღემატება.

საშინაო და საგარეო ტენდენციების ერთობლიობის გათვალისწინებით, თიბისი კაპიტალი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2026 წლისთვის 6.1%-დან 7.4%-მდე ზრდის.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა, მათ შორის, მარტში - 10.7%. თებერვლის მსგავსად, მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებაც მოსალოდნელზე მაღალია.

გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ესკალაციიდან ორი თვის თავზე, შეიძლება ითქვას, რომ სტუმარმასპინძლობის სექტორში ნეგატიური ეფექტი მნიშვნელოვანია, თუმცა სხვა მხრივ შედარებით შეზღუდული მასშტაბისაა. საპირისპირო მიმართულებით, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გააქტიურებულია სასაქონლო პროდუქტების ექსპორტი, რაც, მათ შორის, გლობალურ ბაზრებზე ფასების ზრდას უკავშირდება. სავარაუდოა, რომ ეკონომიკური ზრდის მთავარ ფაქტორს, წინა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად სწორედ ექსპორტი წარმოადგენს, ვინაიდან უნაღდო დანახარჯების უახლესი ინდიკატორებით მნიშვნელოვანი აჩქარება არ ვლინდება. თიბისი კაპიტალი მიმდინარე ტენდენციების ფონზე ექსპორტის ზრდის პერსპექტივაზე მარტის პუბლიკაციაში მიუთითებდა, თუმცა ფაქტობრივი შემოდინებები მოსალოდნელზე მაღალია.

მკითხველისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეკონომიკა გარკვეულწილად სტრუქტურული მდგრადობით ხასიათდება, რაც უფრო შესამჩნევია, მაგალითად, უზბეკეთის შემთხვევაში. ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყანა საგარეო შოკების მიმართ მგრძნობიარე არ არის, არამედ გულისხმობს საპირისპირო მიმართულებით მოქმედ ფაქტორებს, რომლებიც ბევრ - თუმცა არა ყველა - სცენარში ერთმანეთს დიდწილად აბალანსებს.

კერძოდ, გლობალურად ნავთობის ფასის ზრდის ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ, მართალია, საქართველო ნავთობპროდუქტების წმინდა იმპორტიორია, თუმცა ქვეყანა ნავთობის მწარმოებლებისგან შედარებით მაღალ სავალუტო შემოდინებებსაც იღებს, რაც ამ კუთხით მოწყვლადობას დიდწილად აბალანსებს. გარდა ამისა, გასული წლის ნოემბრიდან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ნავთობის რე-ექსპორტი, რომელიც მარტის მდგომარეობით მთლიანი ექსპორტის 16.5%-ს შეადგენდა, თუმცა ეს, სავარაუდოდ, დროებითი ფაქტორია.

გარდა ამისა, აღსანიშნავია ისტორიულად ექსპორტისა და იმპორტის ფასების თანაფარდობის სტაბილურობა. ამ მხრივ, მარტში, ექსპორტის ფასების ინდექსი თვიურად 3%-ით გაიზარდა, რაც ძირითად საექსპორტო პროდუქტებზე - ნავთობზე, ოქროზე, სპილენძზე, ფერო-შენადნობებსა და სასუქებზე - ფასების გლობალურ ზრდას უკავშირდება. ამან სრულად დააკომპენსირა ნავთობის გაძვირების ფონზე იმპორტის ფასების 2.9%-იანი ზრდა. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ექსპორტისა და იმპორტის ფასების თანაფარდობის სტაბილურ დონეზე შენარჩუნება, საქართველოს შემთხვევაში, აშშ დოლარში გამოხატული სავაჭრო ბალანსის მაინც გაუარესებაზე მიუთითებს, რადგან იმპორტის მოცულობა ექსპორტისას მნიშვნელოვნად აღემატება. თუმცა, როგორც მონაცემებიდან ვლინდება, გაზრდილია ექსპორტის მოცულობაც, რის შედეგადაც პირველ კვარტალში სავაჭრო დეფიციტის მშპ-სთან შეფარდება, წინა წლებთან შედარებით, შემცირებულია.

საერთო ჯამში, თიბისი კაპიტალის შეფასებით, მარტში ტურიზმიდან დანაკლისი, კონფლიქტის გარეშე ალტერნატიულ სცენართან შედარებით, დაახლოებით 75 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. საპირისპიროდ, ექსპორტის ზრდა, თებერვალთან შედარებით, დაახლოებით, 90 მილიონი აშშ დოლარითაა აჩქარებული. მსგავსი ტენდენციის შენარჩუნებაა სავარაუდო აპრილშიც, რისი მონაცემებიც მოგვიანებით გახდება ხელმისაწვდომი. აღსანიშნავია, რომ ფასების ნორმალიზება კვლავ საბაზო სცენარი რჩება, რაც ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ნორმალიზებასაც გამოიწვევს, თუმცა ამ სცენარში პარალელურად მოსალოდნელია ტურიზმის აღდგენაც.

ჯამურად, პროგნოზზე მოქმედი სამი ძირითადი ფაქტორი - უკრაინაში ომის მოკლე ვადაში დასრულების შემცირებული ალბათობა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა, და საქსტატის ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელზე მაღალი შეფასებები - უცვლელი რჩება, თუმცა ამ ფაქტორების ერთობლიობის ზეგავლენა მეტია.

ზრდის მიმართულებით იცვლება ინფლაციის პროგნოზიც, წლის ბოლოს მდგომარეობით 5.6%-დან 6%-მდე, რაც ძირითადად ორ ფაქტორს უკავშირდება: ა) აპრილის 5.9%-იანი ინფლაცია ჩვენს პროგნოზზე მცირედით მაღალია და ბ) ნავთობის ფასები, აპრილის შუაში მოდერაციის შემდეგ, კვლავ მომატებულია.

აღსანიშნავია, რომ აპრილში სეზონურად შესწორებულმა და გაწლიურებულმა ინფლაციამ 21% შეადგინა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს, პირველ რიგში, ელექტროენერგიის ტარიფისა და საწვავის (ბენზინი, დიზელი) ფასების ზრდას უკავშირდება. ჯამურად ამ ფაქტორებმა წლიურ ინფლაციაში 1.4 პროცენტული პუნქტის (პპ) წვლილი შეიტანა. საპირისპიროდ, საბაზო ეფექტების ამოწურვასთან ერთად, მცირდება პურის ფასის კონტრიბუცია და, აპრილის მდგომაროებით, 0.5 პპ-ს შეადგენს, მაშინ როცა თებერვალში 0.9 პპ-ს აღწევდა.

თიბისი კაპიტალის მოლოდინით, სებ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს წლის განმავლობაში უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნებს. რაც შეეხება ლარს, ვინაიდან მოსალოდნელია, რომ ინფლაციური ზეწოლა წლის განმავლობაში გაძლიერდება, მათ შორის კონფლიქტის შედარებით სწრაფად დასრულების სცენარშიც, ჩვენი შეფასებით, ეს ლარის მოკლევადიან პროგნოზზე გამყარების მიმართულებით იმოქმედებს. საპირისპიროდ, გასათვალისწინებელია წლიურ ჭრილში საგარეო ბალანსის მცირედი, თუმცა მაინც მოსალოდნელი გაუარესება. ამდენად, საბაზო სცენარით, წლის განმავლობაში ლარი, დაახლოებით, არსებულ ნიშნულთან ახლოს შენარჩუნდება. 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: 

https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007502-macro-update-georgia

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა