Mastercard უნდა იყოს ხიდი, რომელიც საქართველოში შემოსულ და საქართველოდან გამომავალ ტურისტებს უკეთეს ფინანსურ და ემოციურ გამოცდილებას შესთავაზებს - დავით ზღუდაძე
Mastercard უნდა იყოს ხიდი, რომელიც საქართველოში შემოსულ და საქართველოდან გამომავალ ტურისტებს უკეთეს ფინანსურ და ემოციურ გამოცდილებას შესთავაზებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძემ განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმი საქართველოსთვის არა მხოლოდ ეკონომიკური სექტორია, არამედ ქვეყნის ბრენდისა და საერთაშორისო აღქმის მნიშვნელოვანი არხიც.
„Mastercard-მა სწორედ ამიტომ გააქტიურა ორი მიმართულება: შემომყვანი ტურიზმი - საქართველოს, როგორც საინტერესო მიმართულების წარდგენა გლობალურ პლატფორმებზე და გამყვანი ტურიზმი - ქართველი მოგზაურებისთვის უკეთესი პირობების შექმნა.
2024-ში საქართველო უკვე შეუერთდა Mastercard-ის გლობალურ პლატფორმას Priceless.com, რაც გვაძლევს საშუალებას, დავუკავშირდეთ ნახევარ მილიარდზე მეტ მომხმარებელს და შევთავაზოთ მათ უნიკალური, ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად შექმნილი გამოცდილებები. ამასთან ერთად, როგორც აღვნიშნე, უცხოელი Mastercard- ბარათის მფლობელებისთვის შევქმენით სპეციალური ფასდაკლებები და შეთავაზებები ქართულ მერჩანტებთან, რაც პირდაპირ უწყობს ხელს იმ სასტუმროების, რესტორნებისა და ტურისტული ობიექტების შემოსავლის ზრდას, რომლებიც პროექტში არიან ჩართული.
2026-ში ამ მიმართულებით იქნება როგორც ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობა, ასევე უკვე არსებულ კამპანიების გაღრმავება, მეტი მიმართულება Priceless პლატფორმაზე, მეტი ლოკალური მერჩანტი სპეციალური შეთავაზებებით და უფრო ციფრულად მართული ტურისტული გამოცდილება. ჩვენი ხედვა მარტივია: Mastercard უნდა იყოს ხიდი, რომელიც საქართველოში შემოსულ და საქართველოდან გამომავალ ტურისტებს უკეთეს ფინანსურ და ემოციურ გამოცდილებას შესთავაზებს“, - განაცხადა დავით ზღუდაძემ.
სხვა სიახლეები
აშშ-ს საფონდო ბაზრებზე ზედიზედ მესამე კვირაა პოზიტიური შედეგებია, თუმცა ბაზარი კვლავ მგრძნობიარეა გეოპოლიტიკური ფაქტორების მიმართ და მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია რყევები - Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსი
27.04.2026.16:27
Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსის, მარიამ ნატროშვილის შეფასებით, გასულ კვირაში ამერიკის საფონდო ბირჟებმა ძლიერი ზრდა აჩვენეს. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მარიამ ნატროშვილმა აღნიშნა, ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გეოპოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება იყო, მათ შორის აშშ-სა და ირანს შორის საომარი მოქმედებების დროებითი შეჩერების შეთანხმება.
„ამერიკის საფონდო ბირჟებს საკმაოდ კარგი კვირა ჰქონდათ. დაწინაურდნენ წამყვანი ინდექსები, განსაკუთრებით კი „ნასდაქი“ და ასევე “S&P 500-ის“ ინდექსები, რომლებმაც ზედიზედ მესამე კვირა გვაჩვენეს პოზიტიური შედეგებით. მოგეხსენებათ, ამის გამომწვევი უპირატესად იყო გეოპოლიტიკური ფაქტორი, რაც იყო ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის საომარი მოქმედებების დროებითი შეჩერების შეთანხმება“, - აცხადებს Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ანალიტიკოსი.
„ასევე მნიშვნელოვანი იყო საფონდო ბაზრებისთვის ის, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება ჰორმუზის სრუტის გახსნასთან დაკავშირებით, რაც მომენტალურად აისახა ბაზრებზე. და მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება პოზიტიური სიახლეა და სასიხარულო ამბავია, უნდა ითქვას ისიც, რომ ბაზარი მაინც არასტაბილურია და გარკვეული დროის განმავლობაში მოსალოდნელია ბაზრის მოკლევადიანი, რყევები”- აღნიშნა მარიამ ნატროშვილმა.