მიკრობანკი „კრისტალი“ BARTA 2025-ის გამარჯვებულია
მიკრობანკმა „კრისტალმა“ BARTA 2025-ის ფარგლებში, მსხვილი საფინანსო კომპანიების კატეგორიაში, საუკეთესო მდგრადობის ანგარიშისთვის ჯილდო მოიპოვა.
„კრისტალი“ აღნიშნულ კონკურსში ზედიზედ შვიდი წელია მონაწილეობს და ყოველწლიურად იღებს ჯილდოს, რაც კომპანიის საქმიანობის გამჭვირვალობის მიმართ თანმიმდევრულ მიდგომაზე მიუთითებს.
მიღებული აღიარება ნათლად უსვამს ხაზს მიკრობანკ „კრისტალის“ წარმატებულ და სტაბილურ განვითარებას და ადასტურებს, რომ გამჭვირვალობა და ღიაობა ორგანიზაციის ერთ-ერთ ძირითად ღირებულებად რჩება.
„ფინანსური ინსტიტუტისთვის მსგავსი აღიარება განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. 2025 წელს მიკრობანკის სტატუსის მიღებამ კიდევ უფრო მეტად გაზარდა ჩვენი პასუხისმგებლობა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და კორპორაციული მმართველობის მაღალი სტანდარტების მიმართ. BARTA 2025-ზე მიღებული ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით სწორ გზაზე ვდგავართ და ეს მიდგომა გვეხმარება როგორც პარტნიორების, ინვესტორებისა და მომხმარებლების ნდობის გაზრდაში, ისე ჩვენი ინსტიტუციური მდგრადობისა და განვითარების უზრუნველყოფაში“, - აღნიშნავს მიკრობანკი „კრისტალის“ გენერალური დირექტორი ილია რევია.
BARTA მსოფლიო ბანკისა და საქართვგელოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების ზედამხედველობის სამსახურთან თანამშრომლობით ტარდება. გამარჯვებულებს ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიური ავლენს.
კონკურსის მიზანია ქართული კომპანიების ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესება, კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტების განვითარება და ბიზნესგარემოში ჯანსაღი კონკურენციის წახალისება. მდგრადი და სისტემური ანგარიშგების მიმართულებით მიღებული აღიარება მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე ინვესტორთა ნდობის გაძლიერებასა და კომპანიის საქმიანობისადმი ინტერესის ზრდაში.
მიკრობანკი “კრისტალის” შესახებ:
მიკრობანკი “კრისტალი” საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 47 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 100 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
სხვა სიახლეები
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საქართველო საფინანსო სექტორის მდგრადობას აძლიერებს
30.07.2026.12:47
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსის გამოყოფას „საქართველოში საბანკო რეზოლუციისთვის მზადყოფნის პროექტისთვის".
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
მსოფლიო ბანკის მიერ დამტკიცებული პროექტი სარეზოლუციო ფონდისთვის ქმნის 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის წინასწარ შეთანხმებულ საკრედიტო ხაზს.
მსოფლიო ბანკის ჩართულობით, პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებები ხელს შეუწყობს სებ-ის რეზოლუციის ჩარჩოს შემდგომ სრულყოფას, ეფექტიანობის ზრდასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას.
ამასთან, საკრედიტო ხაზი სარეზოლუციო ფონდისთვის დამატებითი ფინანსური დაცვის მექანიზმია მისი სამიზნე ნიშნულამდე შევსების პერიოდში და ხელს შეუწყობს სარეზოლუციო პროცესის დროულად და ეფექტიანად განხორციელებას.