ველოდით, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ შეიცვლებოდა - ლაშა ქავთარაძე
ველოდით, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2026 წლის 11 თებერვლის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე ინფლაციის დონიდან გამომდინარე, არ შეიცვლებოდა, - - აცხადებს Business Insider Georgia-სთან Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ თებერვლიდან ინფლაციის ტემპის შენელება.
„იანვარში წლიური ინფლაცია 4.8%-მდე გაიზარდა, გასული წლის დეკემბერში დაფიქსირებული 4.0%-დან. ინფლაციის აღნიშნულ დონეზე გავლენას ძირითადად კვლავ სურსათის და ჯანდაცვის კატეგორიებში არსებული პროდუქტების ფასების ზრდა განაპირობებს. ვფიქრობთ, რომ თებერვლიდან ინფლაციის ტემპის შენელება დაიწყება, რომელიც გაძლიერდება მარტ-აპრილიდან, როცა საბაზო ეფექტით ზემოთ აღნიშნულ კატეგორიებში ბევრი პროდუქტის ფასების ზრდის ტემპები მნიშვნელოვნად შენელდება.
ამასთან, აღსანიშნავია ისიც რომ მსოფლიო ბაზარზე სურსათის ფასებს კლების ტენდენცია აქვს უკვე მეოთხე თვეა და გარკვეულწილად ესეც გადმოეცემა ჩვენს ბაზარს იმპორტირებული სურსათის მაღალი წილიდან გამომდინარე. ასევე, ვფიქრობთ, რომ ლარის კურსი შესაძლოა იმაზე მეტად გამყარდეს წელს, ვიდრე ამის მოლოდინებია ბაზარზე, რაც ინფლაციის შენელებაზე პოზიტიურად აისახება.
როდესაც სებ-ი რეალურად დაინახავს რომ ინფლაცია მის მიზნობრივ დონეს უახლოვდება ამის შემდეგ უნდა ველოდოთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მცირე ბიჯებით, და ჩვენი შეფასებით, ეს შესაძლებელი იქნება წლის პირველი ნახევრის ბოლოდან.
ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.0%-ის ფარგლებში იქნება და სებ-ს მიეცემა შესაძლებლობა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით 7.5%-მდე შეამციროს წლის ბოლომდე“, -აცხადებს Galt & Taggart-ის ეკონომისტი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ისევ 8.0 პროცენტს შეადგენს.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი - არჩილ გაჩეჩილაძე
09.04.2026.19:00
FTSE 100 ინდექსში მოხვედრა Lion Finance Group-ისთვის მიღწეული წარმატების აღიარებაა, თუმცა არა საბოლოო მიზანი - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სტრატეგიული ამოცანა აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, ასევე ცენტრალურ აზიაში წამყვანი საბანკო ქსელის შექმნაა, სადაც საქართველო ცენტრალურ როლს შეასრულებს.
„ჩვენთვის FTSE 100 ეს არის იმ წარმატების აღიარება, რასაც დღეს მივაღწიეთ. თუმცა ეს თავისთავად მიზანი ნამდვილად არ არის. ჩვენთვის მიზანი არის, რომ შევქმნათ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში წამყვანი საბანკო ქსელი, რომელსაც შეიძლება ფოკუსი ასევე ცენტრალურ აზიაშიც ჰქონდეს. თუმცა აი ამ ბაზრებზე ძალიან ბევრი რაღაცის გაკეთება არის შესაძლებელი და მგონია, რომ ჩვენი გუნდი ყველაზე უფრო კარგად არის პოზიციონირებული ამისთვის. ჩემთვის მომავალში როცა ვფიქრობ, რომ აი ყველა ვარსკვლავი ერთ რიგში რომ დალაგდეს, როგორ წარმოიდგინება ხვალინდელი დღე – ალბათ ეს იქნება, რომ ასეთი ქსელი იყოს და საქართველო იყოს მისი ცენტრალური ადგილი. შესაბამისად მგონია, რომ ყველაზე ბევრს ჩვენი ქვეყნისთვის ამ შემთხვევაში გავაკეთებთ, როცა აი ამას მივაღწევთ“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.