მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.7
-0.0012
flag
AZN 1.5665
-0.0007
flag
CNY 39.243
-0.0124
flag
EUR 3.0683
-0.0329
flag
GBP 3.5518
-0.0382
flag
KZT 54.79
0.0006
flag
TRY 0.0578
0
flag
USD 2.6625
-0.0013
news banner

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წარმატებული სტუდენტებისთვის პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის სახელობითი დაფინანსება დაწესდა

news image
mbc image

„სასიხარულოა, რომ ამიერიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ის ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტები, რომლებიც ჯგუფურად შემუშავებული ინტერდისციპლინური ინოვაციური პროექტებით კონკურსში გამარჯვებას მოიპოვებენ, ცნობილი მკვლევრისა და სამართალმცოდნის, ჩვენი უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის - პროფესორ ალექსანდრე (ალიკო) ტალიაშვილის სახელობითი დაფინანსებით დაჯილდოვდებიან. ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი უსაყვარლესი კოლეგის სახელი ამ გზითაც იქნება უკვდავყოფილი. უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და მისი რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით, მადლობას ვუხდით ალექსანდრე ტალიაშვილის ოჯახს ნიჭიერი სტუდენტების წახალისებისა და მათთვის დაფინანსების დაწესებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის ოჯახთან ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის ღონისძიებაზე განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, სახელობითი დაფინანსების დაწესების თაობაზე დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და ცნობილი სამართალმცოდნისა და მკვლევრის, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორის, ალექსანდრე ტალიაშვილის ვაჟმა - გიორგი ტალიაშვილმა.

მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიებაში, რომელიც სტუ-ის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა ივანე (მამუკა) გიორგაძემ, სტუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის ოჯახის წევრებმა.

როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, სახელობითი დაფინანსების დაწესების მიზანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევრების მხარდაჭერა ისეთი ინტერდისციპლინური ინიციატივების განხორციელებაში, რომლებიც საქართველოს სტრატეგიულ, ეკონომიკურ, სამართლებრივ, საინვესტიციო, ტექნოლოგიურ და რეგიონულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროფესორ თამარ წერეთლის თქმით, მემორანდუმი არ მოიაზრებს რომელიმე ერთ კონკრეტულ დისციპლინასა თუ სექტორს. მისი ძირითადი დანიშნულებაა იმ იდეების, ნაშრომებისა და კვლევების მხარდაჭერა, რომლებიც საქართველოსა და რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ცოდნისა და ანალიზის მეშვეობით გააძლიერებს.

„ჩვენ გვქონდა ბედნიერება, საუნივერსიტეტო სივრცეში ურთიერთობა გვქონოდა შესანიშნავ იურისტთან და მკვლევართან, აკადემიური საბჭოს წევრთან - პროფესორ ალიკო ტალიაშვილთან, რომელიც გამოირჩეოდა თავისი პიროვნული თვისებებით, სიბრძნითა და კეთილშობილებით. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დაფუძნებაში. ეს არაჩვეულებრივი ადამიანი დაჯილდოებული იყო შესაშური პედაგოგიური უნარებით და უდიდეს ძალისხმევას დებდა მომავალი თაობის პროფესიონალთა აღზრდაში. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის სახელობის დაფინანსება, რომელიც გადაეცემა კონკურსში გამარჯვებულ საუკეთესო სტუდენტურ ჯგუფს.

დარწმუნებული ვართ, ეს ინიციატივა კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ახალგაზრდებს იფიქრონ ინოვაციურად, იმუშაონ გუნდურად და საკუთარი ცოდნა ქვეყნის განვითარების სამსახურში ჩააყენონ. პროფესორ ტალიაშვილის სახელობითი დაფინანსების მიღება ახალგაზრდებისთვის იქნება არა მხოლოდ მათი წარმატების აღიარება, არამედ პასუხისმგებლობაც - ემსახურონ ქვეყანას პროფესიონალიზმითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებით გამსჭვალულნი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სახელობითი დაფინანსება ორიენტირებული იქნება სტუდენტთა ინტერდისციპლინურ თანამშრომლობაზე, რადგან თანამედროვე სამყაროში სწორედ სხვადასხვა სფეროში აკუმულირებული ცოდნის გაერთიანება ქმნის ყველაზე მნიშვნელოვან შედეგებს. უნივერსიტეტი დარწმუნებულია, რომ ამ დაფინანსების ფარგლებში არაერთი საინტერესო სტუდენტური ინიციატივა განხორციელდება, რომელიც თავის რეალურ წვლილს შეიტანს საქართველოს სამეცნიერო, ტექნოლოგიურ, სამართლებრივ და სოციალურ განვითარებაში. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის ოჯახს ამ ღირსეული გადაწყვეტილებისთვის“, — აღნიშნა თამარ წერეთელმა.

გარდაცვლილი მეცნიერის შვილის განცხადებით, ტალიაშვილების ოჯახისთვის დიდი პატივია სახელობითი დაფინანსების დაწესება იმ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, სადაც პროფესორი ალექსანდრე ტალიაშვილი სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. მისი განმარტებით, სახელობითი დაფინანსების ოდენობა განისაზღვრა 2000 ევროს ექვივალენტით ლარში და აღნიშნული ჯილდო კონკურსის საფუძველზე გამარჯვებულ ინტერდისციპლინურ სტუდენტურ ჯგუფს ან ჯგუფებს გადაეცემათ. როგორც გიორგი ტალიაშვილმა აღნიშნა, ჩასატარებელი კონკურსის ვადებისა და პირობების, დაფინანსების გაცემის წესისა და შეფასების კრიტერიუმების, ასევე საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების შესახებ მემორანდუმის მხარეთა შორის შესაბამისი შეთანხმება გაფორმდება.

სტუ-ის ინფორმაციით, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, იურისტსა და მკვლევარს, სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორს, იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველ ალექსანდრე ტალიაშვილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის, სტუ-ის ოქროს მედალი 2024 წელს, სიცოცხლეშივე გადაეცა; ხოლო რექტორის - აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით, აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებითა და საუნივერსიტეტო საზოგადოების სურვილის გათვალისწინებით, პროფესორ ალექსანდრე ტალიაშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ფოტოსურათი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ მეცნიერთა და პედაგოგთა გალერეაშია განთავსებული.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image თანადაფინანსება შვეიცარიულ საერთასორისო სკოლაში - რატომ ირჩევენ მშობლები SIST-ს

08.06.2026.13:16

შვეიცარიული საერთაშორისო სკოლის მთავარი მისიაა, შექმნას გარემო, სადაც მოსწავლის შრომისმოყვარეობა და ნიჭი სათანადოდ ფასდება. სწორედ ამიტომ, SIST- ისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც მოტივირებულ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

გიზიარებთ SIST-ის მოსწავლის მშობლის გულწრფელ გამოცდილებას, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რატომ არის მსგავსი მხარდაჭერა გადამწყვეტი და რას ნიშნავს ნდობა სკოლის მიმართ.

ფინანსური მხარდაჭერა, როგორც მოტივაციის წყარო

ხშირად, დიდი სურვილისა და ბავშვის მონდომების მიუხედავად, კერძო სკოლაში სწავლა ოჯახებისთვის ფინანსურ ბარიერებთანაა დაკავშირებული. როგორც მე-5 კლასის მოსწავლის თეკლა ღვინიაშვილის მშობელი ანა ნასუაშვილი აღნიშნავს, თანადაფინანსებამ მათ ამ დაბრკოლების გადალახვის საშუალება მისცა:

"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო თანადაფინანსება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ შევძლებდი ბავშვის სკოლაში გადმოყვანას. ის, რომ შრომა და სწავლა ფასდება, როგორც ბავშვისთვის ისე მშობლისთვის, არის დიდი მოტივაცია. დაფინანსება, გარდა ფინანსური დახმარებისა, არის ბავშვისთვის ძლიერი მოტივაცია",- აცხადებს ანა ნასუაშვილი.

მისივე თქმით, შვეიცარიული სკოლის არჩევისას ყურადღება რამდენიმე ფაქტორზე გაამახვილა:

  • გადამზადებული პედაგოგები;
  • საგაკვეთილო პროცესის შემდეგ აქტივობები;
  • ლოკაცია.

ინდივიდუალური მიდგომა და მოსწავლის დამოუკიდებლობა

სკოლის აკადემიური გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ არცერთი მოსწავლე არ დარჩეს ყურადღების მიღმა.

"არსებული კერძო სკოლებიდან რაც არასოდეს არ მიმიღია არის ის, რომ ბავშვს თუ რამე არ ესმის ინდივიდუალურად არ ხდება საკითხის განხილვა, მაინც უწევს მშობელს თავისი ძალების გამოყენება. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მშობლის ჩართულობაც, მაგრამ, მასიურად ყველა საგანში დახმარებას არ ვემხრობი.  შვეიცარული სკოლის მიმართ ეს პრეტენზია ვიცი არ მექნება",-აღნიშნავს ანა ნასუაშვილი.

შვეცარიული სკოლა ამაყობს ყველა შრომისმოყვარე და დამოუკიდებელი მოსწავლით. სკოლის მიზანია, გაამართლოს მშობლების იმედები და თითოეულ ბავშვს მისცეს ის ხარისხიანი განათლება, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს.

თანდაფინანსების შესახებ მეტ ინფრომაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა