მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.1
-0.0134
flag
AZN 1.5808
-0.0004
flag
CNY 39.51
0.0044
flag
EUR 3.1636
-0.0048
flag
GBP 3.6621
-0.0018
flag
KZT 58.05
0.0001
flag
TRY 0.0594
0
flag
USD 2.6874
-0.0009
news banner

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა სამი პროფესორი ოქროს მედლებით დააჯილდოვა

news image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მეცნიერების განვითარებასა და ახალი თაობების აღზრდაში შეტანილი სოლიდური წვლილისთვის უნივერსიტეტის სამ პროფესორს სტუ-ის ოქროს მედლები და ჯილდოს დამატასტურებელი სიგელები გადასცა.

უნივერსიტეტის ცნობით, აკადემიური საბჭოს სხდომაზე რექტორმა ოქროს მედლები სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ორ პროფესორს - ალექსანდრე ბეჟანიშვილს და დემურ ტალახაძეს, ასევე სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორს - ვარლამ ლეკიაშვილს გადასცა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს აკადემიური საზოგადოების მიერ მრავალწლიანი შრომის, პროფესიული ერთგულებისა და მაღალი სამეცნიერო სტანდარტების აღიარებას. აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტის განვითარება, მისი ინტელექტუალური პოტენციალის გაძლიერება და ქვეყნის საინჟინრო-ტექნიკური პროგრესის ხელშეწყობა პირდაპირ უკავშირდება იმ პროფესორების საქმიანობას, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში დაუღალავად ემსახურებიან განათლებისა და მეცნიერების სფეროს.
„სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორების, ალექსანდრე ბეჟანიშვილისა და დემურ ტალახაძის, ასევე სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორის ვარლამ ლეკიაშვილის სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობა წარმოადგენს უნივერსიტეტის აკადემიური ტრადიციების განმტკიცებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების მნიშვნელოვან საფუძველს. მათი წვლილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ქვეყანას უზრდიან ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარებისათვის სტრატეგიულ მნიშვნელობის დარგის სპეციალისტებს. აკადემიური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს უნივერსიტეტის მხრიდან მადლიერებისა და პატივისცემის გამოხატულებას იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც საკუთარი პროფესიული ცხოვრება მიუძღვნეს მეცნიერული აზროვნების განვითარებასა და მომავალი თაობების აღზრდას“, - აღნიშნა რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის 19 მაისს დაწესებული ჯილდო - სტუ-ის „ოქროს მედალი” - რექტორის წარდგინების საფუძველზე და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის გაიცემა. აღნიშნული ჯილდო, დაარსებიდან დღემდე, 80-ზე მეტ მეცნიერ-მკვლევარს გადაეცა, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

07.05.2026.18:02

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა აბელ აბესაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, დოკუმენტი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს, რაც მოიცავს ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, ასევე დარგში არსებული თანამედროვე გამოწვევების გადაჭრელად ინიციატივების შემუშავებას.

ვიცე-რექტორის განცხადებით, სააგენტოსთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მინერალური რესურსების სფეროში ცოდნა-გამოცდილების გაზიარებას, ინოვაციური მიდგომების დანერგვას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რაც ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. როგორც პროფესორი თამარ წერეთელი აცხადებს, მემორანდუმი მნიშვნელოვანი მექანიზმია უნივერსიტეტსა და დარგობრივ უწყებას შორის მჭიდრო და გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.

„სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გარემოში გამოიყენონ, ჩაერთონ რეალურ პროექტებში და უკეთ გაეცნონ მინერალური რესურსების მართვის თანამედროვე სტანდარტებს. ერთობლივი კვლევები და სამეცნიერო საქმიანობა ხელს შეუწყობს დარგში არსებული გამოწვევების უფრო ეფექტურად გადაჭრას და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას. ეს თანამშრომლობა ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდა კადრების პროფესიული განვითარების მხრივაც, რადგან სტუდენტები და მკვლევრები შეძლებენ სათანადოდ გამოიყენონ სააგენტოს რესურსები და გამოცდილება, რაც გაზრდის მათ კონკურენტუნარიანობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. გარდა ამისა, დოკუმენტი ითვალისწინებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობას, ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას, ასევე ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მომზადებას და დარგის განვითარებას“, - აცხადებს თამარ წერეთელი.

სტუ-ის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტები მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში პრაქტიკულ სწავლებასა და სტაჟირებას გაივლიან, რითაც პროფესიულ უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ, ახალ გამოცდილებას შეიძენენ და კვალიფიკაციის აიმაღლებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა