მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7216.6
-0.0159
flag
AZN 1.5845
-0.0004
flag
CNY 39.41
-0.0063
flag
EUR 3.1464
-0.0188
flag
GBP 3.6334
-0.0086
flag
KZT 57.99
-0.0021
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6936
-0.0002

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში”, მიიღეს მონაწილეობა

news image

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტთა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო იაგშიგელდი კაკაევის სახელობის ნავთობისა და გაზის საერთაშორისო უნივერსიტეტის (აშხაბადი, თურქმენეთი) მიერ ორგანიზებულ „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში“. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, საერთაშორისო ოლიმპიადა მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს შორის პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას, გამოცდილებისა და ინფორმატიკის სფეროში თანამედროვე გამოწვევების გააზრებას. „IV ღია საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადა ინფორმატიკაში” მონაწილეობდნენ მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, საერთაშორისო ინტერნეტ-ოლიმპიადამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტების მხრიდან. პროფესორ თალიკო ჟვანიას თქმით, მსგავსი მასშტაბის ღონისძიება ქმნის შესაძლებლობა სტუდენტებმა ცოდნა და უნარები საერთაშორისო კონკურენციის პირობებში გამოსცადონ. დეკანის განმარტებით, ოლიმპიადაში 50-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტის ჩართულობა ნათლად მიუთითებს ღონისძიების მაღალ ავტორიტეტსა და ფართო გეოგრაფიულ დაფარვაზე, რაც მას მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად აქცევს.

„საერთაშორისო ოლიმპიადები და მსგავსი სახის კონკურსები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უმაღლესი განათლების თანამედროვე მოდელის კიდევ მეტად განვითარებაში, რადგან ისინი ქმნიან მრავალმხრივ საგანმანათლებლო სივრცეს, რომელიც სცილდება თეორიული სწავლების ფარგლებს. ოლიმპიადა, პირველ რიგში, ხელს უწყობს პროფესიული ცოდნის გაღრმავებას - სტუდენტები მუშაობენ კომპლექსურ ამოცანებზე, რომლებიც მოითხოვს ანალიტიკურ აზროვნებას, ალგორითმულ მიდგომებსა და ინოვაციური გადაწყვეტილებების შემუშავებას. ამასთანავე, საერთაშორისო ოლიმპიადა ეფექტური პლატფორმაა კულტურათაშორისი კომუნიკაციის განვითარებისათვის. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, ითანამშრომლონ, გაცვალონ აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება, გაეცნონ ერთმანეთის საგანმანათლებლო სისტემებსა და პროფესიულ მიდგომებს. გარდა ამისა, მსგავსი ფორმატის კონკურსები ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციების უკეთ გააზრებას. მონაწილეები ეცნობიან უახლეს მეთოდებსა და ინსტრუმენტებს ინფორმატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში. ასეთი აქტივობები აძლიერებს სტუდენტთა კონკურენტუნარიანობას საერთაშორისო შრომით ბაზარზე და ხელს უწყობს მათ პროფესიულ განვითარებას“, - აცხადებს თალიკო ჟვანია.

სტუ-ის ვიცე-რექტორის თქმით, საერთაშორისო აქტივობებში სტუდენტების ჩართულობა უნივერსიტეტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან იგი ზრდის საგანმანათლებლო პროცესის ხარისხს და ამყარებს სტუ-ის პოზიციებს გლობალურ აკადემიურ სივრცეში. როგორც პროფესორი თამარ ლომინაძე აცხადებს, საერთაშორისო პროექტებსა და ოლიმპიადებში მონაწილეობა უნივერსიტეტს შესაძლებლობას აძლევს, აქტიურად ინტეგრირდეს მსოფლიო აკადემიურ სივრცეში, დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობები უცხოურ საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუციებთან და გაზარდოს თავისი ცნობადობა საერთაშორისო დონეზე.

„საერთაშორისო აკადემიურ აქტივობებში, მათ შორის სხვადასხვა დონისა და ფორმატის ოლიმპიადებში სტუდენტთა სისტემური ჩართულობა, რომელიც ხორციელდება რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუციური განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტული მიმართულებაა. პრაქტიკა ემყარება უნივერსიტეტის მისიასა და მიზნებს და ორიენტირებულია მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფაზე, კვლევითი პოტენციალის გაძლიერებაზე. მსგავსი ტიპის საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობა ხელს უწყობს სტუდენტებში თეორიული ცოდნის პრაქტიკულ კონტექსტში გამოყენების უნარის განვითარებას, კრიტიკული და ალგორითმული აზროვნების გაღრმავებას და ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მიზანმიმართულად უწყობს ხელს სტუდენტების ჩართულობას საერთაშორისო ოლიმპიადებში, კონკურსებსა და პროექტებში, რაც განიხილება როგორც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი უნივერსიტეტის საგანმანათლებლო ხარისხის ამაღლებისათვის. მსგავსი პროცესები ხელს უწყობს უნივერსიტეტის პოზიციონირებას საერთაშორისო აკადემიურ რუკაზე, აძლიერებს მის რეპუტაციას და ქმნის პარტნიორობის გაფართოების საფუძველს. ამასთანავე, მსგავსი აქტივობების ფარგლებში დასახული ამოცანები მოიცავს სტუდენტთა კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო შრომით ბაზარზე, მათი პროფესიული და კვლევითი უნარების განვითარებას, აგრეთვე ინოვაციური და ტექნოლოგიურად ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებას. უნივერსიტეტი ამ მიმართულებით განაგრძობს აქტიურ მუშაობას, რათა უზრუნველყოს სტუდენტებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც მათ მისცემს საშუალებას სრულფასოვნად ჩაერთონ პროცესებში და ღირსეულად წარმოადგინონ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე“, - აცხადებს თამარ ლომინაძე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

განათლება
image საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამარჯვებული სტუდენტები კლაუს ჰიპმა დააჯილდოვა

23.04.2026.17:47

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი ელენე იობაშვილი და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი თამარ ოთინაშვილი სახელგანთქმულმა გერმანელმა მეწარმემ, ხელოვანმა და ქველმოქმედმა, ბავშვთა კვების მსოფლიო ბრენდის დამფუძნებელმა - დოქტორმა კლაუს ჰიპმა სტუდენტური კონკურსის გამარჯვებულებად დაასახელა და ინოვაციური პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის პირადად დააჯილდოვა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების საუნივერსიტეტო ოფისის ორგანიზებით გამართული ღონისძიების ფარგლებში, კომპანია HiPP-ის დამფუძნებელმა სტუდენტებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გაუზიარა. ცნობილმა მეცენატმა დაანონსა მორიგი თემატური კონკურსი, რომელიც ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს თავიანთი ინოვაციური იდეები პრაქტიკულ პროექტებად გარდაქმნან და რეალურ გარემოში გამოსცადონ.

როგორც კლაუს ჰიპმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას აღნიშნა, ტრადიციად ქცეული სტუდენტური კონკურსი მიზნად ისახავს ახალგაზრდებში კრეატიული აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერებას, შემოქმედებითი მიდგომების განვითარებას და ინოვაციური იდეების გენერირების ხელშეწყობას, რაც მათ საშუალებას აძლევს რეალურ გამოწვევებს არასტანდარტულად მიუდგნენ, საკუთარი პოტენციალი სრულად გამოავლინონ და პროფესიულ სფეროში წარმატებით ინტეგრირდნენ.

სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის შეფასებით, დოქტორ კლაუს ჰიპის პატრონაჟით განხორციელებული პროექტები მიზნად ისახავს ახალგაზრდების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას და ამასთან ერთად, მათ საშუალებას აძლევს პროფესიული პრაქტიკა გერმანიაში გაიარონ.

გიორგი მიქიაშვილის თქმით, მსგავსი ინიციატივები, რომლებიც სტუდენტებს იდეების რეალიზაციისა და პრაქტიკაში გამოცდის შესაძლებლობას უქმნის, მნიშვნელოვნად ზრდის მათ მოტივაციას, თავდაჯერებასა და პასუხისმგებლობას, ასევე ხელს უწყობს საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობის გაღრმავებას და საერთაშორისო გამოცდილების მიღებას.

„კონკურსებში მონაწილეობა სტუდენტებს უბიძგებს, გასცდნენ თეორიული სწავლების ჩარჩოებს და რეალურ პროექტებზე მუშაობის გზით განივითარონ როგორც კრეატიული, ისე ანალიტიკური აზროვნება. ამასთან, მსგავსი პროექტები ხელს უწყობს გუნდური მუშაობის, პრობლემების გადაჭრისა და ინოვაციური მიდგომების ჩამოყალიბებას, რაც თანამედროვე შრომით ბაზარზე განსაკუთრებულად მოთხოვნად უნარებად მიიჩნევა. დოქტორი კლაუს ჰიპის ჩართულობა არა მხოლოდ ზრდის პროექტების ხარისხსა და მასშტაბებს, არამედ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ ევროპულ გამოცდილებას და უკეთ მოემზადონ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროფესიულ გარემოში ინტეგრაციისთვის. მსგავსი კონკურსები ქმნის ძლიერ სტიმულს ახალგაზრდებისთვის, რომ გააქტიურდნენ, აიღონ ინიციატივა და თავიანთი იდეები რეალურად განახორციელონ. ეს ხელს უწყობს, ერთი მხრივ - ინდივიდუალური პოტენციალის და მეორე მხრივ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კვლევითი გარემოს გაძლიერებას. კლაუს ჰიპის პატრონაჟით კონკურსი ყოველწლიურად ცხადდება. შედეგად, საერთო ჯამში, 40-ზე მეტმა გამარჯვებულმა სტუდენტმა გაიარა გერმანიაში 2-თვიანი პრაქტიკა. წლევანდელ კონკურსში ჩვენმა ორმა სტუდენტმა გაიმარჯვა - ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტმა თამარ ოთინაშვილმა ჯერ არ იცის კონკურსში გამარჯვების შესახებ. ის საქართველოში არ იმყოფება და ჩამოსულს დიდი სიურპრიზი ელოდება. კიდევ ერთხელ ვულოცავ სტუდენტებს გამარჯვებას “, - ამბობს გიორგი მიქიაშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, კომპანია HiPP-ის დამფუძნებლის, დოქტორ კლაუს ჰიპის პატრონაჟით დაანონსებული ახალი კონკურსის პირობებისა და რეგისტრაციის ვადების შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტისთვის იქნება შესაძლებელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა