მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7255.3
-0.0059
flag
AZN 1.5824
-0.0004
flag
CNY 39.39
-0.0013
flag
EUR 3.1499
-0.0094
flag
GBP 3.6451
-0.016
flag
KZT 57.88
-0.0021
flag
TRY 0.0595
-0.0001
flag
USD 2.6899
-0.0009
news banner

2022 წელს ჯანდაცვის სექტორის ზომა შემცირდა

news image

საქსტატის ცნობით, 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 269 საავადმყოფო, საწოლთა ფონდი კი 17.9 ათასს შეადგენდა, რაც 13.0 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა 5.1 დღე შეადგინა (2021 წელს - 6.2 დღე), ხოლო დატვირთვამ - 167.2 დღე (2021 წელს - 201.2 დღე).

ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2 284 ერთეულს შეადგენდა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 15.2 მილიონს გაუტოლდა, რაც 1.3 პროცენტით აღემატება 2021 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2022 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ 23.9 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ - 22.0 ათასი.

„წინა წელთან შედარებით პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა გაზრდილია შემდეგ ჯგუფებში: ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებები გაიზარდა 41.7 პროცენტით, სასუნთქი სისტემის დაავადებები - 36.0 პროცენტით, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები - 12.5 პროცენტით, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები - 11.3 პროცენტით, ხოლო კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები - 9.0 პროცენტით.

ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2015 წელს დაფიქსირდა. ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სასუნთქი სისტემის, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდ სასქესო სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილებისა და თვალისა და მისი დანამატების დაავადებები

2022 წელს სასწრაფო დახმარების მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება 1.2 მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 98.9 პროცენტი უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა“, - ნათქვამია საქსტატის კვლევაში.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ჯანდაცვა
image დღეს პარლამენტი ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენს

29.04.2026.08:36

ჯანდაცვის მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან. მიხეილ სარჯველაძეს ინტერპელაციის წესით მოუსმენენ, რომელიც ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მოითხოვა. მათ ჯანდაცვის მინისტრს 24 შეკითხვა გაუგზავნეს.

კითხვები სისტემის სხვადასხვა სფეროს ეხება. მათ შორისაა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო წამლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსების საკითხი, ონკოპაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, შშმ ადამიანთა უფლებები და სერვისები, დიარჯი სისტემა და კლინიკების დაფინანსება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნარკოპოლიტიკა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა