2025 წელს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად განსაზღვრულია 8 მლრდ 670 მლნ ლარზე მეტი - ფინანსთა მინისტრი
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად 2025 წელს ნაერთი ბიუჯეტით განსაზღვრულია 8 მილიარდ 670 მილიონ ლარზე მეტი, რაც მთლიანი ბიუჯეტის 26,7%-ია. გამოყოფილი თანხის ფარგლებში:
· 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 450 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 540 ლარს გაუტოლდება;
· 70 წლამდე პირთა პენსია, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, ასევე იზრდება 35 ლარით და განისაზღვრება 350 ლარის, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში - 420 ლარის ოდენობით;
· შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით;
· ჯამში, სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 6 მილიარდ 650 მილიონ ლარზე მეტს;
· ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა.
სხვა სიახლეები
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
08.06.2026.15:14
JCI აკრედიტებულმა კავკასიის მედიცინის ცენტრმა (CMC) განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი გახსნა - სივრცე, რომელიც სრულიად ახალ მასშტაბსა და პაციენტზე მორგებულ გამოცდილებას შექმნის.
კავკასიის მედიცინის ცენტრის მრავალპროფილური სამედიცინო ეკოსისტემა განახლებული ჰაბის ფორმატში პაციენტს მომსახურების უფრო ინტეგრირებულ, თანამედროვე მოდელს სთავაზობს. ერთ სივრცეში წარმოდგენილი 30-მდე საერთაშორისო სტანდარტის სამედიცინო სერვისის ერთობლიობა უზრუნველყოფს კონსულტაციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყოველი ეტაპი პაციენტისთვის მაქსიმალურად მარტივად და კოორდინირებულად წარიმართოს. ჰაბის უმთავრესი უპირატესობა მულტიდისციპლინური მუშაობის მოდელია - სხვადასხვა დარგის წამყვანი ექიმები კონსილიუმის პრინციპით ერთიანდებიან, რათა თითოეული პაციენტისთვის მკურნალობის გეგმა სწრაფად და კოორდინირებულად განისაზღვროს.
ცენტრი აქტიურად ავითარებს ციფრულ სერვისებსაც. ონლაინ პლატფორმა www.cmchospital.geპაციენტებს აძლევს შესაძლებლობას, დისტანციურად დაჯავშნონ ექიმთან ვიზიტები და კვლევები, რაც ადგილზე სერვისების მიღებას ბევრად სწრაფს, მოქნილსა და კომფორტულს ხდის. ციფრული პირადი კაბინეტი კი ყველა სამედიცინო დოკუმენტს და ჩატარებულ კვლევას ერთ სივრცეში აერთიანებს.
განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბის დიზაინი ბუნებასთან დაკავშირებული ვიზუალური ელემენტების გამოყენებით არის შექმნილი. სივრცის კონცეფცია მიზნად ისახავს პაციენტისთვის უფრო მშვიდი, კომფორტული გარემოს შექმნას და განსხვავებული გამოცდილების გაზიარებას.
გარემოსა და მომსახურების განახლებული მიდგომა დაედო საფუძვლად კავკასიის მედიცინის ცენტრის ახალ საკომუნიკაციო კამპანიასაც - „მთავარი შენ ხარ“. გზავნილი გამოხატავს ცენტრის მნიშვნელოვან პრინციპს, რომლის მიხედვითაც სამედიცინო პროცესის ცენტრში პაციენტი და მისი ინდივიდუალური საჭიროებები დგას. ამ ხედვის გარშემო ერთიანდება წამყვანი სამედიცინო პროფესიონალების გუნდი, რომელიც პაციენტს ცხოვრების ყველა ეტაპზე თან ახლავს - როგორც სანდო მრჩეველი და მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურების უზრუნველმყოფელი.
კავკასიის მედიცინის ცენტრი ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვას ჰოლისტური მიდგომით აერთიანებს და ჯანმრთელობის მართვას, ერთიან, უწყვეტ პროცესად განიხილავს. მაღალტექნოლოგიური ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ჰაბი და ძლიერი ქირურგიული სერვისები ერთ სივრცეში ქმნის უნიკალურ სამედიცინო ეკოსისტემას, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს დროულად, კომფორტულად და ხარისხიანად მიიღოს სრულყოფილი სამედიცინო დახმარება. კავკასიის მედიცინის ცენტრი უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს სერვისების განვითარებას და ინოვაციურ განახლებას, რათა მუდმივად გააუმჯობესოს პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო გამოცდილება.
კავკასიის მედიცინის ცენტრი - მთავარი შენ ხარ.