ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოპაციენტს დაუფინანსდება - სამინისტრო
ონკოლოგიური პაციენტებისთვის, სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. ცვლილება უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციისა და მიწოდების სტრატეგიებზე ვორკშოპი გაიმართება
სხვა სიახლეები
დღეს პარლამენტი ინტერპელაციის წესით ჯანდაცვის მინისტრს მოუსმენს
29.04.2026.08:36
ჯანდაცვის მინისტრს დღეს პარლამენტში ელოდებიან. მიხეილ სარჯველაძეს ინტერპელაციის წესით მოუსმენენ, რომელიც ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მოითხოვა. მათ ჯანდაცვის მინისტრს 24 შეკითხვა გაუგზავნეს.
კითხვები სისტემის სხვადასხვა სფეროს ეხება. მათ შორისაა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო წამლის სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსების საკითხი, ონკოპაციენტების მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა, შშმ ადამიანთა უფლებები და სერვისები, დიარჯი სისტემა და კლინიკების დაფინანსება, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ნარკოპოლიტიკა.