რესპუბლიკურ საავადმყოფო იქნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საუკეთესო ტრადიციებზე დაფუძნებული, უახლესი თანამედროვე კლინიკა - მიხეილ სარჯველაძე
ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი, მიხეილ სარჯველაძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
მიხეილ სარჯველაძემ, ჯანდაცვის სისტემისა და სექტორის განვითარებისთვის დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. მინისტრობის კანდიდატმა, ყურადღება გაამახვილა რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციაზე და აღნიშნა, რომ მალე ქვეყანას, ძლიერი, მაღალტექნოლოგიური, მულტიპროფილური სახელმწიფო კლინიკა ექნება.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფცია წარდგენილ იქნა საქართველოს პრემიერ მინისტრის მხრიდან, არც თუ ისე დიდი ხნის წინ. ვფიქრობ ამას საზოგადოებაში საკმაოდ დიდი და პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა, მაღალია ინტერესიც და მოლოდინიც ამ მიმართულებით. ვფიქრობთ ძალიან მალე, არც თუ ისე დიდი ხსნის შემდეგ, ჩვენ გვექნება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი , საუკეთესო ტრადიციებზე დაფუძნებული, უახლესი თანამედროვე კლინიკა თბილისის ცენტრში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სხვა სიახლეები
მიხეილ სარჯველაძე აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დელეგაციას შეხვდა
16.10.2026.10:46
ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორის მოადგილეს შეხვდა.
მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შესაბამისი უწყებების ხანგრძლივ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შედეგად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს.
მიხეილ სარჯველაძემ ყურადღება გაამახვილა CDC-თან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ პარტნიორობას, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი შედეგების მოტანა შეუძლია.
შეხვედრაზე სამომავლო პრიორიტეტებზეც ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, მხარეებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ერთობლივ მუშაობაზე, საქართველოს მდგრადი შესაძლებლობების გაძლიერებასა და ორმხრივ სარგებელზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ფურცელაძე, აშშ-ის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი, ჯანდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის წარმომადგენლები.