მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

ამ კომისიამ შეძლო, რომ საჯარო განხილვით, ყველას მონაწილეობით და ყველას თანდასწრებით დღეს ყველამ დაზუსტებით ვიცით, რა არის ის ჯაჭვი, რომელსაც ფასწარმოქმნის ჯაჭვი ჰქვია - შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო კომისიის დასკვნაზე

news image
mbc image

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განმარტა, რატომ იყო მნიშვნელოვანი სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებით კომისია. 

მისივე თქმით, ამ კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, ფასწარმოქმნაში რა ფაქტორებს აქვს გავლენა.

„როდესაც საუბარი იყო ფასებთან დაკავშირებით და თვეების განმავლობაში მიდიოდა ფასებთან დაკავშირებული მსჯელობა, ყოველთვის იყო ცარიელი სიტყვები არგუმენტების გარეშე, საერთო მსჯელობა შემოიფარგლებოდა იმაზე, დახლზე, რაღაც პროდუქტზე რა ფასი იყო. ამ კომისიამ შეძლო, რომ საჯარო განხილვით, ყველას მონაწილეობით და ყველას თანდასწრებით დღეს ყველამ დაზუსტებით ვიცით, რა არის ის ჯაჭვი, რომელსაც ფასწარმოქმნის ჯაჭვი ჰქვია.

ვნახეთ, ფასწარმოქმნაში რა ფაქტორებს აქვს გავლენა, რატომ არის რაღაცის ფასი X ფასი და ანალიზის შედეგად ვიცით რა ფაქტორები მოქმედებს ფასზე.

ნახეთ, რომ ყველა დიდმა ქსელმა გამოყო კონკრეტული პროდუქტების სია, რომელიც იქნება მუდმივად დაბალ ფასებში და არა სააქციო სახის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა კომისიამ 104-გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მაკა ბოჭორიშვილი სან-ფრანცისკოს მერთან შეხვედრისა და საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების შესახებ

05.06.2026.11:59

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში სან-ფრანცისკოს მერთან გამართული შეხვედრა შეაფასა და საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„სან-ფრანცისკოს მერთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ქალაქს შორის თანამშრომლობაზე, ასევე იმ სიახლეზე, რომელიც გვაქვს სან-ფრანცისკოში - იცით, რომ იხსნება ინოვაციების ჰაბი, რომელიც იმუშავებს აქ, ამ ქალაქში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის, იმისათვის, რომ სრული ხელშეწყობა ჰქონდეს ჩვენს გენერალურ საკონსულოს და ინოვაციების ჰაბს სან-ფრანცისკოში," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია საქართველოს აქტიური წარმოჩენა ამ მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ცენტრში.

„აქ არის უამრავი შესაძლებლობა ქართული, ასევე ამერიკული ბიზნესებისთვის, რომ საქართველო უკეთ იყოს წარმოჩენილი ამ ქალაქში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური მხარდაჭერა და ხელშეწყობა. დღეს არსებული თანამშრომლობა არის კარგი, თუმცა ყოველთვის არის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ ამ თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ეს შეხვედრაც სწორედ ამას ემსახურებოდა," - განაცხადა მინისტრმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე. მინისტრის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი ადასტურებს იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში შეინიშნება.

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ამერიკის შეერთებული შტატები საკმაოდ მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი. სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი არის დემონსტრირება სწორედ იმ დამოკიდებულების, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში. ის ძლიერი გზავნილები, რომელიც მოვისმინეთ არის იმედისმომცემი, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები უფრო მეტად განვითარდება და გვექნება ახალი შესაძლებლობები, იმისათვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მივიდეს ისეთ ნიშნულზე, რომელსაც იმსახურებს საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა