აპრილის ბოლომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება კომისიის საქმიანობის კონკრეტული შედეგები - დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებული სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრის დავით სონღულაშვილის განცხადებით, აპრილის ბოლომდე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება კომისიის საქმიანობის კონკრეტული შედეგები.
„სამთავრობო კომისიის საორგანიზაციო შეხვედრაზე ვიმსჯელეთ გეგმაზე, ასევე პროცესზე, თუ როგორ წარიმართება მუშაობა; დაიგეგმა შეხვედრები ყველა მონაწილე მხარესთან, რათა მოხდეს სამოქმედო გეგმაზე მსჯელობა და იმ შედეგების განსაზღვრა, რომელთა მიღწევაც მნიშვნელოვანია ამ კომისიის მუშაობით“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია საქმიანობას ასევე მედიკამენტებისა და საწვავის ფასების მიმართულებით წარმართავს. აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიის პირველ სხდომაზე მიიღეს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. სხდომაზე წევრებმა მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმა განიხილეს, რომელიც ითვალისწინებს შეხვედრებს მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან.
კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და საქმიანობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს. მუშაობის პროცესში საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია პროდუქციის რეალურ ღირებულებაზე, ფასის შემადგენელ კომპონენტებსა და შესაძლო არალოგიკურ ფასნამატებზე. კომისიის წევრები ვარაუდობენ, რომ ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ეტაპობრივად დაიწყება.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა
24.04.2026.17:57
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს არტურ გებალს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობის საკითხები განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე კმაყოფილი არ არის ორმხრივი ურთიერთობების დღეს არსებული დონით და ადასტურებს მზადყოფნას თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესს და 2028 წლისთვის ყველაზე მომზადებული ქვეყანა იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ზვიად ბარქაია და პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რობერტ ბაკი.