მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.1
-0.0134
flag
AZN 1.5808
-0.0004
flag
CNY 39.51
0.0044
flag
EUR 3.1636
-0.0048
flag
GBP 3.6621
-0.0018
flag
KZT 58.05
0.0001
flag
TRY 0.0594
0
flag
USD 2.6874
-0.0009
news banner

ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას - ირაკლი კობახიძე

news image

ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი, დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი, ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს, მაგრამ ვამცირებთ სხვაობას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია და ხელისუფლება სწორედ ამიტომ საუბრობს ფასების შემცირების საჭიროებაზე.

„საქართველოში ადამიანები ცხოვრობენ ორჯერ უარესად, ვიდრე საფრანგეთში, საფრანგეთში ცხოვრობენ შესაბამისად, ორჯერ უკეთესად, ვიდრე საქართველოში, იმიტომ, რომ ნომინალური ეკონომიკა ჩვენს შემთხვევაში არის დაახლოებით 10 000 დოლარიდან, PPP ეკონომიკა გადასცდა 30 000 დოლარს, სულ ცოტა ხნის წინ. გამოვიარეთ 90-იანი წლები, შემდეგ წინა ხელისუფლების პერიოდი. ჩვენი ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მლრდ დოლარი. დღეს არის უკვე 38 მლრდ დოლარი. მაგრამ ისევ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებს. ვამცირებთ სხვაობას - მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა რომ ავიღოთ, საფრანგეთთან სხვაობა იყო ოთხმაგი. ახლა არის მხოლოდ ორმაგი. საბერძნეთი რომ ავიღოთ, 90-იან წლებში საბერძნეთში 9-ჯერ უფრო უკეთესი იყო ახლა ეს სხვაობა 50%-ია დაახლოებით. სიღარიბის მაჩვენებელი ჯერ კიდევ მაღალია და ოფიციალური მონაცემებით, 350 000 ადამიანი საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ეს რა თქმა უნდა ვიცით. ამიტომ ვსაუბრობთ ზუსტად ფასების შემცირების საჭიროებაზე, ინფლაციური პროცესების დასტაბილურებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა მზარდ მონაცემებზე სხვადასხვა მიმართულებით და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციები გაათმაგებულია.

„რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების განვითარებას. გაათმაგებულია ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში. ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენ ურთულესი მოცემულობის პირობებში - მცირემიწიანობა, მცირე ქვეყანა -ვახერხებთ და გავაორმაგეთ სოფლის მეურნეობის წარმოება ამ წლების განმავლობაში. ამას დიდი ძალისხმევა და დიდი ინვესტიცია სჭირდებოდა. და სერიოზული საბიუჯეტო რესურსებიც იყო ამისათვის მობილიზებული. რაც შეეხება ინდუსტრიალიზაციას, ყველა მსხვილი ინდუსტრიული საწარმო მოქმედებს პირდაპირი ან ირიბი სახელმწიფო ინდუსტრიებით. ამ საწარმოების მუშაობა ბიუჯეტს უჯდება ფული. მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა, ჩვენ გვჭირდება წარმოების შენარჩუნება და ამიტომ უჯდება ფული ეს ყველაფერი სახელმწიფოს. გვიწევს გაზის სუბსიდირება, სხვა მიმართულებით სუბსიდიები. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, არც მრეწველობაში არ გაორმაგდებოდა წარმოება“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება ფასების დარეგულირების პროცესში უხეშად ვერ ჩაერევა.

„უხეშ ჩარევას რაც შეეხება, სახელმწიფომ რომ დაადგინოს, რომ კონკრეტული პროდუქტი უნდა ღირდეს კონკრეტული ფასი, რაც აფთიაქებში გაკეთებული გვაქვს, არსებობს რეფერენტული ფასების მოდელი. იგივე სურსათზე რომ გავაკეტოთ, ეს კატასტროფა იქნება და ეს იქნება უხეში ჩარევა“, - განაცხადა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image შეხვედრა ახალგაზრდებთან ლანჩხუთში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

08.05.2026.12:19

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრა ლანჩხუთში გაიმართა და მასში მონაწილეობა 70-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გახსნა, მან ახალგაზრდებთან საქართველოს არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებებზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე, ამასთან, გიორგი შარაბიძემ ხაზი გაუსვა საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის და ამ პროცესის შესახებ ინფორმირების მნიშვნელობას.

დეზინფორმაციის გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და მის შედეგებზე, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიდგომებზე შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს პრეს-სპიკერი ესაუბრა. ნათია იოსელიანმა დეტალურად განმარტა, თუ რა საშუალებებს იყენებს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად საარჩევნო პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ბისიეშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობის, არჩევნების ორგანიზებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.

ახალგაზრდებთან შეხვედრა 7 მაისს ლანჩხუთის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.

შეხვედრა ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში იმართება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა