ელექტროენერგიის მიმართულებით გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება როგორც იმპორტის, ასევე ტრანზიტის კუთხით აზერბაიჯანულ მხარესთან, ასევე, მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც უკავშირდება ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენს - პრემიერი
ელექტროენერგიის მიმართულებით, გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება როგორც იმპორტის, ასევე ტრანზიტის კუთხით. ასევე, მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც უკავშირდება ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვანი შეთანხმებით, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება მილსადენის ეფექტიანი ფუნქციონირება.
„ელექტროენერგიის მიმართულებით, გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება როგორც იმპორტის, ასევე ტრანზიტის კუთხით. ასევე, მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც უკავშირდება ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენს. ეს მილსადენი, რეალურად, გაჩერებული იყო ბოლო 3 წლის განმავლობაში, არ ოპერირებდა, რის გამოც ქვეყანა ვერ იღებდა პოტენციურ შემოსავალს. ახალი შეთანხმების საფუძველზე, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, ჩვენ უზრუნველვყოფთ ამ მილსადენის ამოქმედებას. ბუნებრივია, მილსადენი არის ჩვენი საკუთრება, რჩება, რა თქმა უნდა, საქართველოს საკუთრებაში, თუმცა უზრუნველყოფილი იქნება, აზერბაიჯანულ მხარესთან თანამშრომლობით ამ მილსადენის სათანადო ოპერირება, რის საფუძველზეც ქვეყანა, ყოველწლიურად, ათეულობით მილიონის შემოსავალს მიიღებს. ამ სამი წლის განმავლობაში, შემოსავალი უტოლდებოდა ნულს, გაჩერებული იყო მილსადენი და ამ ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებით, აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება ამ მილსადენის ეფექტიანი ფუნქციონირება,“- აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა
08.06.2026.15:31
სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და მასთან დაკავშირებული სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას.
საუბრისას ხაზი გაესვა რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილური განვითარების კუთხით.
მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა თურქ კოლეგას საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტერიალის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და გულთბილი მასპინძლობისთვის ქ. სტამბოლში.