მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7256.1
0.0036
flag
AZN 1.5836
-0.0002
flag
CNY 39.391
0.0007
flag
EUR 3.1499
0.0018
flag
GBP 3.6358
0.0044
flag
KZT 58.14
-0.006
flag
TRY 0.0597
-0.0001
flag
USD 2.692
-0.0005

ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია დღეს ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება

news image

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება და კომპანიების მონაწილეობით საწვავის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს განხილავს.

კომისიის თავმჯდომარის განცხადებით სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრები აღნიშნული შეხვედრით დასრულდება.

„5 წამყვანი კომპანია იქნება წარმოდგენილი. მათთან ერთად გავივლით სექტორში მიმდინარე პროცესებს, როგორია ფასწარმოქმნის ჯაჭვი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავერკვეთ, როგორია მდგომარეობა დღეს ბაზარზე, გამომდინარე საერთაშორისო მდგომარეობიდან საწვავ პროდუქტებზე და ზოგადად საერთაშორისო ენერგიის ბაზრებზე და რა გავლენა აქვს ამას საქართველოზე. ველოდებით, რომ ძალიან საქმიანი შეხვედრა გვექნება”, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში - მაკა ბოჭორიშვილი

30.04.2026.10:08

პირველად ამერიკული მხრიდან გაჟღერდა, რომ საქართველო დაბრუნდა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის დღის წესრიგში. ჩვენ მას შემდგომ უკვე კონკრეტული ნაბიჯებიც ვიხილეთ. შედგა არაერთი კონსულტაცია, მათ შორის შედგა ზარი პრემიერ-მინისტრთან, ვიზიტები როგორც ვაშინგტონში, ისე თბილისში სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

მინისტრმა მიმდინარე პროცესზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეს არის კონსულტაციების საწყისი ეტაპი, რომლის შედეგები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მომავალ განვითარებაზე.

„რა თქმა უნდა, ეს შეიძლება ჩავთვალოთ, რომ პირველი ეტაპია კონსულტაციების და პირველი შეხვედრები ასეთი ფორმის ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში სახელმწიფო დეპარტამენტთან და, რა თქმა უნდა, ბევრი რამ არის დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, თუ როგორი იქნება ამ კონსულტაციების შედეგები. ამ ეტაპზე შეგვიუძლია ვთქვათ, რომ ის კომუნიკაციები, შეხვედრები, რაც ამ დრომდე იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხარესთან, შეგვიძლია შევაფასოთ პოზიტიურად და შედეგიანად, ვინაიდან სწორედ ამის გამოძახილია და გაგრძელებაა უკვე დაგეგმილი ვიზიტები, რომელსაც ჩვენ მაისში ველოდებით.“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა აპრილში განხორციელებულ ვიზიტსა და მის კონკრეტულ შედეგებზე - „აპრილში იყო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები, მეც მქონდა შეხვედრა მასთან, არამხოლოდ მე, ბევრი შეხვედრა განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან. ამ ვიზიტის შედეგი იყო სწორედ სატელეფონო საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სახელმწიფო მდივანს შორის. ეს ის პროგრესი, რაც გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებში. ჩვენც არაერთხელ აღგვინიშნავს და აღნიშნა ასევე სახელმწიფო მდივანმა, რომ ის მემკვიდრეობა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას დახვდა საქართველოსთან ურთიერთობაში, არ არის მარტივი და არ იყო მარტივი ამ ნაბიჯების გადადგმა, რომ აქამდე მივსულიყავით, ერთმანეთთან დაგვეწყო საუბარი. მოხარული ვართ, რომ ეს შედგა და შესაძლებელი გახდა, დავბრუნდეთ მაგიდასთან და გავაგრძელოთ საუბარი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო თებერვლიდან დღემდე, რაც გავიარეთ.“ - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის მაისში დაგეგმილია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი და შეხვედრები ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან.

„მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში. შეხვედრები დაიგეგმება არა მხოლოდ ჩემთან, არამედ საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებთან.“- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, აშშ-ის მხრიდან გაკეთებული განცხადებები და გზავნილები მიუთითებს ურთიერთობების გადატვირთვის რეალურ სურვილზე და ამ პროცესის დაწყებაზე.

„ეს უკვე გზავნილია, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უმაღლეს დონეზე ჟღერდება, რომ არის სურვილი ურთიერთობების გადატვირთვის. ესეც გზავნილი იყო, რაც ჩემთან საუბარში იყო გაჟღერებული, რომ მემკვიდრეობა იყო მძიმე და სამუშაო იყო იმისათვის, რომ ურთიერთობები გაჯანსაღდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ეს სურათი შევცვალოთ. ამ გზავნილის შედეგებს ვხედავთ.“ - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის განახლების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა პროცესის წარმატება დიდწილად დამოკიდებულია ამერიკული მხარის პოლიტიკურ ნებაზე.

„სტრატეგიული თანამშრომლობის თავიდან დაწყების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არსებობს. ჩვენ სწორად უნდა წავიყვანოთ ეს პროცესი და, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია თავად ამერიკის შეერთებული შტატების მხარეზე დამოკიდებული, თუ როგორი იქნება სურვილი საქართველოსთან ურთიერთობების გადატვირთვის. ამ დრომდე განხორციელებული ზარებით, შეხვედრებით თუ კომუნიკაციით ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ეს სურვილი არსებობს და იმედი გვაქვს, რომ უფრო პოზიტიური დინამიკა გვექნება ურთიერთობებში.“ - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა