მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7222.7
-0.0012
flag
AZN 1.5665
-0.0007
flag
CNY 39.243
-0.0124
flag
EUR 3.0683
-0.0329
flag
GBP 3.5518
-0.0382
flag
KZT 54.79
0.0006
flag
TRY 0.0578
0
flag
USD 2.6625
-0.0013
news banner

იტალიის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე - ვაკო თურნავა

news image
mbc image

„იტალიის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გავმართეთ სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტთან, მაურიციო გასპარისთან. ასევე სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტთან, მარკო სილვესტრონისთან“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვაკო თურნავამ.

მისი თქმით, „შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე“.

მანვე აღნიშნა, რომ იტალიელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ საქართველო მათთვის პრიორიტეტული პარტნიორია. 

„მთავარი განსახილველი თემები რეგიონული უსაფრთხოება და მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები იყო - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რუსეთ-უკრაინის ომი და ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც სამხრეთ კავკასიაზე, ასევე ევროპულ უსაფრთხოებაზე. საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპის, კერძოდ იტალიის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. ამასთან, განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებული გამოწვევები და იტალიელ კოლეგებს ვთხოვეთ, აქტიურად შეუწყონ ხელი ბრიუსელსა და თბილისს შორის კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებას.

იტალიელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ ჩვენი ქვეყანა მათთვის პრიორიტეტული პარტნიორია. მათივე განცხადებით, მომავალშიც გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას, მათ შორის რთულ და კრიტიკულ საკითხებშიც. ვიზიტი გრძელდება და დამატებითი შეხვედრებიცაა დაგეგმილი“, - განაცხადა ვაკო თურნავამ. 

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა

08.06.2026.15:31

სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობა.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და მასთან დაკავშირებული სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას.

საუბრისას ხაზი გაესვა რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილური განვითარების კუთხით.

მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა თურქ კოლეგას საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტერიალის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და გულთბილი მასპინძლობისთვის ქ. სტამბოლში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა