მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა
2026 წლის 8 მაისს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები.
ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას.
მხარეებმა განიხილეს მომავალი ნაბიჯები და დაადასტურეს ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მზაობა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩინურმა ავტომწარმოებელმა Geely-მ ესპანეთში Ford-ის ავტომობილების წარმოების ობიექტების ნაწილი შეიძინა
სხვა სიახლეები
2029 წელს, სომხეთთან ერთად, საქართველო უმასპინძლებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს 20-წლამდელებს შორის, რაც ძალიან პრესტიჟული ტურნირია - საქართველო ყველანაირად მზად არის ამ ტურნირის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის l პრემიერი
08.05.2026.14:57
2029 წელს, სომხეთთან ერთად, საქართველო უმასპინძლებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს 20-წლამდელებს შორის, რაც ძალიან პრესტიჟული ტურნირია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, საქართველო ყველანაირად მზად არის ამ ტურნირის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის.
„2029 წელს, სომხეთთან ერთად, საქართველო უმასპინძლებს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს 20-წლამდელებს შორის, რაც ძალიან პრესტიჟული ტურნირია. საქართველო ყველანაირად მზად არის ამ ტურნირის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.