მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.2
0.0061
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 39.422
0.0031
flag
EUR 3.15
0.0001
flag
GBP 3.6369
0.0011
flag
KZT 58.11
-0.0003
flag
TRY 0.0596
-0.0001
flag
USD 2.6916
-0.0004

მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

news image

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან, საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერისთან. 

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების დადებით დინამიკას. ასევე, აღინიშნა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების მნიშვნელობა. 

მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან პარტნიორობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონტექსტში. 

გამოითქვა არსებული თანამშრომლობის შემდგომი გააქტიურების მზაობა.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

30.04.2026.18:06

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს საიდ ალ-ჰაჯერის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, რომელიც აქტიურად ვითარდება. ხაზგასმით აღინიშნა გასულ წელს არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანის ვიზიტის მნიშვნელობა ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავებაში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ და საინვესტიციო სფეროში თანამშრომლობას, ასევე საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის უვიზო რეჟიმისა და ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების შემდგომი სტიმულირებისთვის. ხაზგასმით აღინიშნა Eagle Hills-ის 6.6 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის შემდგომ ეკონომიკურ ზრდას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა