მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი - ლევან ჟორჟოლიანი
მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი და ქსელურ მარკეტებში გაჩნდება სპეციალური ადგილები, სადაც ფასდაკლებული 15 დასახელების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ფასებთან დაკავშირებით შექმნილმა სამთავრობო და საპარლამენტო კომისიამ აქტიურად იმუშავა.
„გამოკვეთა პრობლემური საკითხები სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის შედეგად გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის და ქსელურ მარკეტებში გაჩნდება სპეციალური ადგილები, სადაც ფასდაკლებული 15 დასახელების პროდუქტი იქნება წარმოდგენილი. ეს არის მოკლე ვადაში შედეგი. ვფიქრობთ, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რათა საბოლოო შედეგი ფასებთან მიმართებაში უკვე გრძელ ვადაში იქნეს მიღწეული“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
გამჭვირვალობა არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ამ მიმართულებით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა ევროპაში, ეს გამოწვეულია იმ რეფორმებითა და გადაწყვეტილებებით, რომლებიც მთავრობის მიერ იყო მიღებული - ლევან ჟორჟოლიანი
13.05.2026.15:00
გამჭვირვალობა არის ჩვენთვის პრიორიტეტი, ამ მიმართულებით, აღნიშნული ინდექსით საქართველო მოწინავე პოზიციაზეა ევროპაში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიშზე საუბრისას, რომლის თანახმადაც, საქართველო მთავრობის გამჭვირვალობით ევროპაში ლიდერია.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, ამ ყველაფერს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და მიღებული გადაწყვეტილებები განაპირობებს.
„ეს გამოწვეულია იმ რეფორმებითა და გადაწყვეტილებებით, რომლებიც მთავრობის მიერ იყო მიღებული. პირველ რიგში, ეს ეხება მთავრობის მიერ ყველა განკარგულებისა თუ დადგენილების, ნებისმიერი ბრძანების საჯაროდ გამოტანას და გამოქვეყნებას, რითაც ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვაზღვევთ კორუფციულ რისკებს. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა და ამასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინოს“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.