პრემიერ-მინისტრი დღეს ანტალიის დიპლომატიის ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება
პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. დღეს ირაკლი კობახიძე ფორუმის გახსნით სესიას დაესწრება. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა თემატურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა - მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს.
მთავრობის მეთაური ანტალიაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.
სხვა სიახლეები
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, ყველა დეტალი შეთანხმდა და ძალიან მალე უკვე გაეშვება რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთი, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით - ირაკლი კობახიძე
18.05.2026.17:38
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, ყველა დეტალი შეთანხმდა და ძალიან მალე უკვე გაეშვება რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით.
„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, ყველა დეტალი შეთანხმდა და ძალიან მალე უკვე გაეშვება რკინიგზის აღნიშნული მონაკვეთი. საქართველოს რკინიგზა უზრუნველყოფს ოპერირებას, შექმნილი იქნება ერთობლივი საწარმო აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად და ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერების კუთხით.
ჩვენ, აზერბაიჯანთან ერთად, ვაკავშირებთ კასპიის ზღვას შავ ზღვასთან, შესაბამისად, ევროპას აზიასთან და ნამდვილად სტრატეგიული დატვირთვა აქვს თანამშრომლობის განვითარებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის და ამ კუთხით ეს შეთანხმებები არის ისტორიული მნიშვნელოვის, საეტაპო მნიშვნელობის,"- განაცხადა პრემიერმა.