საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და არა მხოლოდ - მაკა ბოჭორიშვილი
„საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან როლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დაკავშირებადობის კუთხით და არა მხოლოდ. საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი გლობალურად იყოს ჰაბი სწორედ ამ მიმართულებით," - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად აბუ-დაბიში მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტზე იმყოფება.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, სამიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური ისაუბრებს „შუა დერეფნის" საკითხზე და საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ დერეფნის მუშაობა, ამ დერეფნის განვითარება და რა როლი აქვს „შუა დერეფანს" როგორც რეგიონისთვის, ისე გლობალურად; ასევე კონკრეტულად საქართველოს ამ „შუა დერეფანში".
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ფორუმებზე, რომელიც უკავშირდება ეკონომიკურ განვითარებას, ქვეყნების განვითარებას, ისმოდეს საქართველოს პოზიცია და კარგად იყოს გაცნობიერებული ის როლი, რაც ჩვენს ქვეყანას შეუძლია შეასრულოს რეგიონისთვის," - განაცხადა მინისტრმა.
სხვა სიახლეები
მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა
08.06.2026.15:31
სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაქან ფიდანს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და მასთან დაკავშირებული სტრატეგიული პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას.
საუბრისას ხაზი გაესვა რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოსა და თურქეთის როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილური განვითარების კუთხით.
მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა თურქ კოლეგას საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორმატის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტერიალის მაღალ დონეზე ორგანიზებისა და გულთბილი მასპინძლობისთვის ქ. სტამბოლში.