საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი „ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციას შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი „ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების დელეგაციის წევრებს - გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორ ნიკლას ვაგნერს, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორ ბრის როკფეის და პოლონეთის საგაერო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაიკლ გიერგონს შეხვდა.
მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მიმოიხილეს, ხაზი გაესვა კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას.
როგორც შეხვედრისას აღინიშნა, საქართველო კვლავაც ადასტურებს მზაობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან დიალოგისა და წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ხელისუფლება განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩს შეხვდა
13.05.2026.16:31
ლევან ჟორჟოლიანმა ანა რიჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს (UNHCR) შორის არსებულ თანამშრომლობაზე. აღინიშნა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის თბილისის ოფისის ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოსა და UNHCR-ს შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების გზებზე. UNHCR-ის წარმომადგენელმა გრანტების გამჭვირვალობის მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.