საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერთა პანელზე, ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანთან - ლევან ჟორჟოლიანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ლიდერთა პანელზე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, ანტალიაში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები.
„საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მონაწილეობას მიიღებს ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში. პრემიერ-მინისტრს საშუალება ექნება, სიტყვით გამოვიდეს ლიდერთა პანელზე. ასევე იქნება პანელური დისკუსიები, დელეგაცია დაესწრება გახსნით სესიას. იქნება ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის პრეზიდენტ ერდოღანთან გაიმართება ორმხრივი შეხვედრა. ფორუმის მიზანი არის, რომ ქვეყნებმა მაქსიმალურად ითანამშრომლონ იმ გლობალური გამოწვევების დასაძლევად, რომელიც დღეს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში გვაქვს სახეზე", - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელ ანა რიჩს შეხვდა
13.05.2026.16:31
ლევან ჟორჟოლიანმა ანა რიჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისს (UNHCR) შორის არსებულ თანამშრომლობაზე. აღინიშნა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის თბილისის ოფისის ჩართულობის მნიშვნელობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით.
შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს საქართველოსა და UNHCR-ს შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების გზებზე. UNHCR-ის წარმომადგენელმა გრანტების გამჭვირვალობის მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.