მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.1
-0.0134
flag
AZN 1.5808
-0.0004
flag
CNY 39.51
0.0044
flag
EUR 3.1636
-0.0048
flag
GBP 3.6621
-0.0018
flag
KZT 58.05
0.0001
flag
TRY 0.0594
0
flag
USD 2.6874
-0.0009
news banner

საქართველოს რკინიგზაში, შემდეგი 10 წლის განმავლობაში, ჩაიდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, საორიენტაციო მოცულობა არის $1.7 მლრდ, იგეგმება სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრული განახლება - პრემიერი

news image

30 %-ით გაიზარდა საქართველოს რკინიგზის წლიური წმინდა მოგება, ანუ უკვე არსებული მაჩვენებლები რომ ავიღოთ ვნახავთ, რომ მინიმუმ 40 მლნ ლარით მეტი ექნება რკინიგზას შემოსავალი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1-წლიან ჭრილში, რაც ბუნებრივია, არის მნიშვნელოვანი შედეგი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, პირველად, ბოლო წლების განმავლობაში, ჩამოყალიბდა რკინიგზის განვითარების ერთიანი ხედვა - 10-წლიანი გეგმა, სადაც ასახულია რკინიგზის განვითარების ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ამ ბოლო წლების განმავლობაში, ჩამოყალიბდა რკინიგზის განვითარების ერთიანი ხედვა, 10-წლიანი გეგმა, სადაც ასახულია რკინიგზის განვითარების ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორის, აქ საუბარია სავაგონო და სალოკომოტივო პარკის სრულ განახლებაზე, 50 ახალი ლოკომოტივი და 1 500 ახალი ვაგონი იქნება შეძენილი საქართველოს რკინიგზის მიერ, ასევე, 10 ახალი სამგზავრო მატარებელი, რაც ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის მნიშვნელოვნად გაზრდას, გაზრდის კომფორტს და შეამცირებს გადაადგილების დროს ჩვენი მგზავრებისა და სტუმრებისთვის.

განხორციელდება რკინიგზის სადგურებისა და სარკინიგზო მონაკვეთების სრული მოდერნიზაცია, დაინერგება თანამედროვე ავტომატიზებული მართვის სისტემები, დაემატება რკინიგზას ახალი მიმართულებები, აშენდება ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი 18-კილომეტრიანი რკინიგზის ახალი ხაზი. ჩვენ, ასევე, დავაანონსეთ ბორჯომ-ბაკურიანის ისტორიული რკინიგზის, ე.წ. „კუკუშკის“ განახლება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის და ტურისტული კუთხითაც.

მთლიანობაში, საქართველოს რკინიგზაში, შემდეგი 10 წლის განმავლობაში, ჩაიდება ძალიან მასშტაბური ინვესტიციები, საორიენტაციო მოცულობა არის 1.7 მლრდ დოლარი, რაც სხვადასხვა წყაროდან იქნება მობილიზებული. ის შედეგები, რაც უკვე გვაქვს საქართველოს რკინიგზაში მეტყველებს იმაზე, რომ სწორი მიდგომის პირობებში შესაძლებელია, ძალიან სწრაფად მივაღწიოთ ფუნდამენტურ შედეგებს. კერძოდ, თუ სწორად ვებრძვით კორუფციას, ნეპოტიზმს და თუ სწორ ნაბიჯებს ვდგამთ მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით, შედეგი შეიძლება დადგეს ძალიან სწრაფად. ამის საუკეთესო მაგალითია საქართველოს რკინიგზა“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორს წარმატებული რეფორმების განხორციელებისთვის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, რომლის ზედამხედველობითაც, ხელმძღვანელობითაც წარიმართა ეს პროცესები საქართველოს რკინიგზაში, ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორ ლაშა აბაშიძეს, სწორედ, მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა ეს რეფორმები და ცვლილებები. მადლობა მათ, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დასაწყისია, შემდეგი 10 წლის განმავლობაში გადაიდგმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც განვითარების სრულიად სხვა დონეზე გადაიყვანს საქართველოს რკინიგზას“, - განაცხადა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image შეხვედრა ახალგაზრდებთან ლანჩხუთში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

08.05.2026.12:19

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრა ლანჩხუთში გაიმართა და მასში მონაწილეობა 70-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გახსნა, მან ახალგაზრდებთან საქართველოს არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებებზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე, ამასთან, გიორგი შარაბიძემ ხაზი გაუსვა საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის და ამ პროცესის შესახებ ინფორმირების მნიშვნელობას.

დეზინფორმაციის გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და მის შედეგებზე, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიდგომებზე შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს პრეს-სპიკერი ესაუბრა. ნათია იოსელიანმა დეტალურად განმარტა, თუ რა საშუალებებს იყენებს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად საარჩევნო პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ბისიეშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობის, არჩევნების ორგანიზებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.

ახალგაზრდებთან შეხვედრა 7 მაისს ლანჩხუთის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.

შეხვედრა ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში იმართება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა