საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე.
„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას სულხან თამაზაშვილი დაიკავებს. მას მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე წარმატებული საქმიანობისთვის. ბევრი კუთხით მოწესრიგდა მმართველობის საკითხები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ბევრი ცვლილება განხორციელდა, ბევრ ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ეს ყველაფერი განხორციელდა სულხან თამაზაშვილის ხელმძღვანელობით და მადლობა მას ყველაფრისთვის. მას ძალიან კარგად იცნობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. არის სტაჟიანი წარმომადგენელი ამ სისტემის. მინდა მას ვუსურვო წარმატებები შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი დასახელდება უახლოეს დღეებში, საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე", - განაცხადა პრემიერმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
როგორ იქცა ქართული ტრადიცია საერთაშორისო ბრენდად - „ჩირჩხელას“ 10 წლიანი ისტორია და განვითარების გზა
სხვა სიახლეები
შეხვედრა ახალგაზრდებთან რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში
24.04.2026.12:31
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.
მორიგი შეხვედრა რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა და ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ბუხრაშვილმა გახსნეს.
ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობისა და ინფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. გიორგი კალანდარიშვილმა ასევე დეტალურად ისაუბრა არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებაზე, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე, ასევე დეზინფორმაციის გავლენებზე და შედეგებზე საარჩევნო პროცესში.
უფრო ვრცლად, თუ როგორ მოქმედებს დეზინფორმაცია საარჩევნო პროცესზე და რა გზებით აწვდის საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს სანდო ინფორმაციას - ამ თემებზე ახალგაზრდებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი ნათია იოსელიანი ესაუბრა.
რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაურმა კი შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობის, არჩევნების ორგანიზებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.
რუსთავის ახალგაზრდულ ცენტრში 23 აპრილს გამართულ შეხვედრას 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო.
შეხვედრა ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში იმართება.