მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.1
-0.0134
flag
AZN 1.5808
-0.0004
flag
CNY 39.51
0.0044
flag
EUR 3.1636
-0.0048
flag
GBP 3.6621
-0.0018
flag
KZT 58.05
0.0001
flag
TRY 0.0594
0
flag
USD 2.6874
-0.0009
news banner

სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია - ირაკლი კობახიძე

news image

სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, - განაცახად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში.

ირაკლი კობახიძის თქმით, საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა სოფლის მეურნეობა, გაორმაგებულია ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება.

„რაც შეეხება იმპორტდამოკიდებულებას, ძალიან ბევრი რამ კეთდება. ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით მცირე ქვეყნისთვის და მცირე მიწიანი ქვეყნისთვის, ამის მიუხედავად, ძალიან ბევრი ინვესტიციები იდება. ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში და ამან შედეგად მოგვცა რა, რომ საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული სფეროა სოფლის მეურნეობა, გაორმაგებულია ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება.

ურთულესი ამოცანა იყო, რომ არა ასეთი ინვესტიციები, ეს ვერ იქნებოდა მიღწეული. სწორედ ამის შედეგია ის, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია საბოლოო ჯამში არის ბევრად იაფი, ვიდრე ანალოგიური პროდუქცია, რომელიც მაგალითად საფრანგეთში იყიდება. ეს არის ზუსტად იმ საბიუჯეტო ინტერვენციის შედეგი, რომელიც კონკრეტულად სოფლის მეურნეობაში ხორციელდება და გაათმაგებულია სახელმწიფო ინვესტიციები სოფლის მეურნეობის სფეროში. არის უამრავი კონკრეტული პროგრამა, მათ შორის სესხების სუბსიდირება და ა.შ. ამ მიმართულებით ძალიან ბევრ რამეს აკეთებს სახელმწიფო“, - განაცხადა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

პოლიტიკა
image შეხვედრა ახალგაზრდებთან ლანჩხუთში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

08.05.2026.12:19

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად შეხვედრა ლანჩხუთში გაიმართა და მასში მონაწილეობა 70-მდე ახალგაზრდამ მიიღო.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ გახსნა, მან ახალგაზრდებთან საქართველოს არჩევნების ისტორიაზე, ამომრჩევლის როლზე და საარჩევნო უფლებებზე ისაუბრა. ასევე ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების უპირატესობებზე, ამასთან, გიორგი შარაბიძემ ხაზი გაუსვა საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის და ამ პროცესის შესახებ ინფორმირების მნიშვნელობას.

დეზინფორმაციის გავლენაზე საარჩევნო პროცესზე და მის შედეგებზე, ასევე ამ საკითხთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის მიდგომებზე შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს პრეს-სპიკერი ესაუბრა. ნათია იოსელიანმა დეტალურად განმარტა, თუ რა საშუალებებს იყენებს საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებისთვის სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად საარჩევნო პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ბისიეშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური მოწყობის, არჩევნების ორგანიზებისა და საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.

ახალგაზრდებთან შეხვედრა 7 მაისს ლანჩხუთის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა.

შეხვედრა ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა. მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში იმართება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა