მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7266.5
0.0044
flag
AZN 1.5802
-0.0006
flag
CNY 39.49
-0.002
flag
EUR 3.16
-0.0036
flag
GBP 3.6552
-0.0069
flag
KZT 58.2
0.0015
flag
TRY 0.0592
-0.0002
flag
USD 2.6859
-0.0015
news banner

23-25 ივნისს თბილისში დაგეგმილ საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით ნიუ-იორკში სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

news image

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. მისი მთავარი თემაა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობისა და ინკლუზიის განვითარება“. ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ გაერო-ში სპეციალური შეხვედრა გამართა.

პაატა სალიამ გაერო-ში აკრედიტებული ელჩები და CEPA-ს წევრები ფორუმზე მიიწვია და მათ ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ფორუმის მასპინძლობა არის აღიარება იმ რეფორმებისა, რომლებიც საქართველომ განახორციელა ხელმისაწვდომი, ეფექტური და ინოვაციური საჯარო სერვისების განვითარების კუთხით.

დელეგატებმა მასში მონაწილეობის ინტერესი გამოხატეს. მინისტრის მოადგილეებმა შეხვედრის მონაწილეებს ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

საერთაშორისო ფორუმი თბილისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება. მას 500-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის სახელმწიფო მოხელეები, თემატური ექსპერტები, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მზარდი ენერგეტიკული ხარჯები მოგების მარჟებს მნიშვნელოვნად ამცირებს - Maersk

08.05.2026.19:00

სატრანსპორტო ჯგუფმა Maersk-მა განაცხადა, რომ მიმდინარე კონფლიქტმა საწვავის ხარჯები თვეში დაახლოებით 500 მილიონი დოლარით გაზარდა და ენერგოკრიზისი გაგრძელდება მაშინაც კი, თუ სამშვიდობო შეთანხმება შედგება. ამ ფონზე კომპანიის აქციების ღირებულება დაახლოებით 7%-ით შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტვირთების მოცულობა შედარებით სტაბილურ დონეზე ნარჩუნდება, მზარდი ენერგეტიკული ხარჯები მოგების მარჟებს მნიშვნელოვნად ამცირებს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო იზრდება რისკი, რომ ინფლაციამ შეამციროს მომხმარებელთა მოთხოვნა, რაც ბოლო პერიოდში საზღვაო გადაზიდვების ბაზარს ამოძრავებდა.

Maersk-ის თქმით, ამ დრომდე კომპანიამ შეძლო გაზრდილი ხარჯების სრულად გადატანა მომხმარებლებზე როგორც კონტრაქტების გადახედვით, ისე სპოტ-ფასების ზრდით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა