29 იანვრიდან საქართველოს რკინიგზა თბილისი-ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებლის განრიგს ცვლის
29 იანვრიდან, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ოზურგეთი-თბილისისსამგზავრო მატარებლის განრიგს ცვლის, - ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
„ძვირფასო მგზავრებო!
29 იანვრიდან, საქართველოს რკინიგზა თბილისი-ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებლის განრიგს ცვლის.
მოძრაობის განრიგი იხილეთ ცხრილში“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
საბანკო სექტორში ზრდის ტემპისა და მომგებიანობის კარგი მაჩვენებლები ფიქსირდება - ალექსანდრე ძნელაძე
სხვა სიახლეები
პროფესიული მომზადების პროგრამაზე „გარემოსდაცვითი მმართველი“ მეორე ნაკადის სწავლა დაიწყო
05.05.2026.14:21
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროფესიული მომზადების პროგრამაზე „გარემოსდაცვითი მმართველი“ მეორე ნაკადის სწავლა დაიწყო.
სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ნარჩენების კლასიფიცირებას, ნარჩენების მართვის გეგმების მომზადებასა და განხორციელებას, ელექტრონულ სისტემებში მუშაობას, ასევე თვითმონიტორინგისა და შიდა კონტროლის მექანიზმებს.
მიმდინარე ნაკადში 18 მსურველი მონაწილეობს, მათ შორის როგორც ფიზიკური პირები, ასევე სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები.
სასწავლო პროგრამა აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს. მისი ხანგრძლივობა 4 კვირას (55 საათს) შეადგენს. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში წარმოიქმნება 200 ტონაზე მეტი არასახიფათო, 1000 ტონაზე მეტი ინერტული ან 120 კგ სახიფათო ნარჩენი, ეკისრებათ ვალდებულება ჰყავდეთ ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი კადრი - გარემოსდაცვითი მმართველი. აღნიშნულმა რეგულაციამ სხვადასხვა სექტორში კვალიფიციური სპეციალისტების საჭიროება მნიშვნელოვნად გაზარდა.
პროგრამის მიზანია გარემოსდაცვითი მმართველების მომზადება, რომლებიც ეფექტიანად განახორციელებენ ნარჩენების მართვის კოდექსით განსაზღვრულ ვალდებულებებს, ინსპექტირების პროცედურებსა და კანონაღსრულებას.