ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება
ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ 12 მაისს გაიმართება, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა შიო მესამემ.
მისივე თქმით, სვეტიცხოველში მსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება.
„ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ, 12 მაისს გაიმართება სვეტიცხოველში. მსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე“, - აღნიშნა პატრიარქმა.
სხვა სიახლეები
გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა, განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული იდენტობა დგას - ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები პატრიარქს
11.05.2026.16:39
თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა, - ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების მისალოც წერილში.
როგორც წერილშია აღნიშნული, ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია იმის გათვალისწინებით, რომ იგი ილია მეორის გზას აგრძელებს.
„თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას.
დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო და ამავდროულად საპასუხისმგებლო მისია, რომ უხელმძღვანელოთ ჩვენს დედა ეკლესიას და იყოთ თითოეული მართლმადიდებელი ქართველის, ერის და ბერის სულიერი მამა.
თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა. ეს პასუხისმგებლობა კიდევ უფრო დიდია იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ აგრძელებთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გზას, რომელმაც ნახევარი საუკუნის განმავლობაში, რთულ და ქარტეხილებით აღსავსე პერიოდში, ჩვენი ხალხი და ქვეყანა ღირსეულად ატარა.
გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას და ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული იდენტობა დგას.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ძალას და სულიერ სიმტკიცეს.
ღმერთმა დალოცოს თქვენი უწმინდესობა და სრულიად საქართველო“, - ნათქვამია წერილში.