მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7256.1
0.0036
flag
AZN 1.5836
-0.0002
flag
CNY 39.391
0.0007
flag
EUR 3.1499
0.0018
flag
GBP 3.6358
0.0044
flag
KZT 58.14
-0.006
flag
TRY 0.0597
-0.0001
flag
USD 2.692
-0.0005

აქსელერაციის საერთაშორისო პროგრამა არის უნიკალური შესაძლებლობა თითოეული ქართველი სტარტაპისთვის მიიღოს საერთაშორისო დონის ცოდნა და ისარგებლოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო დაფინანსებით - ავთანდილ კასრაძე

news image

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის, ავთანდილ კასრაძის განმარტებით, აქსელერაციის პროგრამა უნიკალური შესაძლებლობაა ქართული სტარტაპებისთვის ისარგებლონ საერთაშორისო გამოცდილებით და ამასთანავე მიიღონ საგრანტო დაფინანსება.

GITA-ს საგრანტო კონკურსის „ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის” გამარჯვებულმა კიდევ ორმა აქსელერატორმა 500 Global- მა და Founder Institute-მა 2080 Ventures-თან ერთად აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამა სრულად დაფინანსებულია ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ და ის ადგილობრივი და რეგიონული სტარტაპების მხარდაჭერის კიდევ ერთი მექანიზმია, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფ ინოვაციურ სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ინვესტიციების მოზიდვასა და განვითარებაში ეხმარება.

„შეგვიძლია უკვე თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამა სრულფასოვნად ამოქმედდა. ექვსი თვის წინ ორმა საერთაშორისო აქსელერატორმა დაიწყო განაცხადების მიღება და ახლა უკვე დარჩენილმა ორმა, წამყვანმა მსოფლიო აქსელერატორმა დაიწყო ეს პროცესი. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა თითოეული ქართველი სტარტაპისთვის, ინოვატორისთვის, რომლებიც მუშაობენ ახალ ინოვაციურ იდეებზე, გაიარონ აქსელერაციის პროგრამა, მიიღონ საერთაშორისო დონის წამყვანი ცოდნა, გამოცდილება, „მენტორშიპი“ და ამასთან ერთად ისარგებლონ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო დაფინანსებით 200 000 ლარამდე თითოეულ სტარტაპთან მიმართებაში. ერთობლიობაში ეს შესაძლებლობას მოგვცემს, ქართული სტარტაპ ეკოსისტემა კიდევ უფრო სწრაფად განვითარდეს, სტარტაპები გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე და მოიზიდონ მსხვილი საერთაშორისო ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში“- განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.
პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული საერთაშორისო აქსელერატორები - Plug and Play, Startupbootcamp, 500 Global და Founder Institute 2080 Ventures-თან ერთად - განახორციელებენ ერთწლიან აქსელერაციის პროგრამას.

ამჟამად მიმდინარეობს აქსელერაციის პროგრამის დანარჩენი ორი გამარჯვებული აქსელერატორის - Startupbootcamp- ისა და Plug and Play- ის აქსელერაციის მეორე ფაზა - MVP, რაც მოიცავს ოთხთვიან პროცესს. თითოეული აქსელერატორის პროგრამაში მონაწილეობს 20-20 სტარტაპი.

news banner news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოში ავოკადოს იმპორტი 33%-ით არის გაზრდილი

29.04.2026.17:00

საქართველოში ავოკადოს იმპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველომ 1 791.0 ათასი დოლარის ღირებულების 683.7 ტონა ავოკადოს იმპორტი განახორციელა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტის მოცულობა 512.9 ტონას შეადგენდა. შესაბამისად, წელს ქვეყანაში ავოკადოს იმპორტი 33%-ით გაიზარდა.

მიმდინარე სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წელს საქართველოში იმპორტირებული ავოკადოს 51% თურქეთიდან შემოვიდა.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ავოკადოს ყიდულობს:

• თურქეთი - 349.5 ტონა;
• ნიდერლანდები - 236.2 ტონა;
• ისრაელი - 56.4 ტონა;
• ლიბანი - 40.9 ტონა;

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა