ComCom-ის თავმჯდომარე საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს მედიაგარემოს შესახებ შეხვდა
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა და კომისიის წევრი ივანე მახარაძე საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს - პოლიტიკურ ოფიცერ კერი მაკინტოშს, პრეს-ატაშე სარა საპერსტინს და საელჩოს სპეციალისტს მედიის საკითხებში, ნანა კიკნაძეს შეხვდნენ. შეხვედრა მაუწყებლობის სფეროში კომუნიკაციების კომისიის როლის, მედიის რეგულირებისა და საქართველოში არსებული შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოსა და კომისიის მიდგომების განხილვას ისახავდა მიზნად, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, გოგა გულორდავამ ყურადღება ამერიკის ფედერალურ კომუნიკაციების კომისიასთან (FCC) არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა.
„შეხვედრის ფარგლებში საუბარი ასევე შეეხო მედიაპლურალიზმს. „სახელმწიფოს მტკიცე გადაწყვეტილებამ მედიაპლურალიზმის ხელშეწყობის თაობაზე და მაუწყებლობის ავტორიზაციის მიღების პროცედურების გამარტივებამ, საქართველოში სატელეკომუნიკაციო მაუწყებელთა რაოდენობის ზრდა გამოიწვია. ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს 103 ტელემაუწყებელი, რომელთაგან 19 არის ეროვნული.“ - განმარტა ComCom-ის თავმჯდომარემ.
გოგა გულორდავამ შეხვედრაზე ასევე ისაუბრა 2025 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებზე, რომლის საფუძველზეც კომისიის რეგულირების სფეროში შინაარსობრივი საკითხები, მათ შორის, ჯეროვანი სიზუსტე, პასუხის უფლება, სამართლიანობა და მიუკერძოებლობა მოექცა. მისივე თქმით, შინაარსობრივი საკითხების განხილვისას, კომისია იყენებს საუკეთესო ევროპულ და ბრიტანულ პრაქტიკას, რადგან „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი სწორედ ბრიტანულ ანალოგს შეესაბამება. თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ პროცესის გამჭვირვალობისა და წინასწარი განჭვრეტადობის მიზნით, კომისიამ მაუწყებლებისთვის შინაარსობრივი მოთხოვნების შესახებ სპეციალური გზამკვლევი შეიმუშავა.
კომისიის თავმჯდომარემ საელჩოს წარმომადგენლებს განუმარტა, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი მედია სტანდარტების ამაღლებაა: „დაკისრებული ჯარიმების რაოდენობის სიმცირე ადასტურებს, რომ კომუნიკაციების კომისიის მიზანი არა მაუწყებლების დასჯა, არამედ დარღვევების პრევენცია, მედია სტანდარტის ამაღლება და კანონის მოთხოვნების დაცვაა.“ - განაცხადა გულორდავამ.
აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას ყურადღება ასევე დაეთმო მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობისა და უცხოური ძალისგან დაფინანსების აკრძალვის საკითხებსაც. აღინიშნა, რომ დღეს ქვეყანას აქვს მკაფიო საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას მედია სექტორის ფუნქციონირებაზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
14-დან 27 მაისის ჩათვლით დაგეგმილი სამუშაოების გამო სენაკი-ფოთი-სარფის გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
13.05.2026.15:00
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 14 მაისის 02:00 სთ-დან, 27 მაისის ჩათვლით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოების წარმოებისთვის, საჭიროა აღნიშნული გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზესაავტომობილო გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა და დროებით შემოსავლელ გზაზე გადართვა.
„დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 72-ე კმ-ზე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის, 89-ე კმ-ზე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზის გამოყენებით. ასევე, საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)სარფის საავტომობილო გზის 76-ე კმ-ზე ხუცუბანის და 78-ე კმ-ზე კვირიკეს სატრანსპორტო კვანძების ჩაკეტვა.
საგზაო მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული დროებითი საგზაო მოძროაბის სქემის შესაბამისად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.