მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ელექტროსადგურების ოპერირების შესახებ სასწავლო კურსი მიმდინარეობს

news image
mbc image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს სასწავლო კურსი ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლების შესახებ. როგორც ცენტრის დირექტორის მოადგილე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუგზარ ბერიძე აღნიშნავს, კურსი პასუხობს ენერგეტიკის დარგის თანამედროვე გამოწვევებს, ხელს უწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი სპეციალისტების მომზადება-გადამზადებას და წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ელექტროენერგეტიკის სფეროში პროფესიული განათლების მიმართულებით.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე ახალი ჰიდროელექტროსადგურების, ქარისა და მზის ელექტროსადგურების პროექტების განხორციელება, არსებული ენერგოობიექტების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია, მოითხოვს კადრებს, რომლებიც ერკვევიან თანამედროვე ტექნოლოგიებში, ავტომატიზაციისა და დისპეტჩერიზაციის სისტემებში.

„ელექტროენერგია წარმოადგენს ეკონომიკის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს. ენერგოსისტემების უწყვეტი და საიმედო ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული ელექტროსადგურების ეფექტურ ოპერირებაზე, მართვასა და ტექნიკურ გამართულობაზე.

ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე ტექნოლოგიური პროგრესი, განახლებადი ენერგიის წყაროების მზარდი ინტეგრაცია, ელექტროსადგურების ავტომატიზაციისა და ციფრული მართვის სისტემების დანერგვა მოითხოვს მაღალკვალიფიციურ კადრებს, რომლებიც ფლობენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარებს ელექტროსადგურების ოპერირების მიმართულებით. ამასთან, ელექტროსადგურების ოპერირებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ენერგოეფექტურობას, გარემოს დაცვასა და ავარიული სიტუაციების პრევენციას. ელექტროსადგურების ოპერატიული პერსონალისათვის აუცილებელია პროფესიული პასუხისმგებლობის, ტექნიკური აზროვნებისა და პრობლემების ანალიზის უნარების ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია თანამედროვე ენერგეტიკული სისტემის და ლიბერალური ელექტროენერგეტიკული ბაზრის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის ელექტროსადგურების ეფექტური ოპერირებისათვის”, - აღნიშნავს ნუგზარ ბერიძე.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლების შესახებ კურსის ტრენერებად მიწვეულნი არიან აკადემიური წრეების, ენერგეტიკული კომპანიებისა და მარეგულირებელი კომისიის მაღალი რანგის სპეციალისტები. კურსის პირველი ნაკადის ტრენინგები მიმდინარე წლის 21 აპრილს დაიწყო და 16 ივნისამდე გაგრძელდება. კურსის დასრულების შემდგომ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა

05.06.2026.17:19

გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ დირექტორებს - დაისუკე მიაზაკისა და მორვენ ჯოუნს, ასევე აღმასრულებელ დირექტორებს - ანვაი ბორვანკარსდა საორი ტანაკას.

ყურადღება გამახვილდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აზიური კაპიტალის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებს.

ფინანსთა მინისტრმა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ილია დარჩიაშვილი.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა