მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ალტერნატივებზე გადასვლის საკითხზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

news image

ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის (ეგპ) გარემოსდაცვითი და ეკონომიკური კუთხით მისაღები ალტერნატივების საკითხი სახელმწიფო, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების მონაწილეებმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ნორვეგიის ელჩის მოადგილე რებეკა ლი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში დაგლას უები.

სოლომონ პავლიაშვილმა ნორვეგიის მთავრობას ნარჩენების მართვის კუთხით გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმის შესრულების პროცესში დონორი ორგანიზაციების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„პლასტიკის ნარჩენების შემცირების კუთხით სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, მიუერთდა მაღალი ამბიციის კოალიციას, რომელიც 2040 წლისთვის პლასტიკის ნარჩენებით დაბინძურების დასრულებას ითვალისწინებს. ნარჩენების მართვაში ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ პლასტიკის ნარჩენების შემცირებაა, ვინაიდან ის მთელი ნარჩენების 15-16% მოიცავს. იმისთვის, რომ ქვეყანა ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მწვანე ეკონომიკური ზრდა და ევროპის მწვანე შეთანხმების გზით სიარული“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში, კვლევის  „პოლიტიკის შეჯამება: ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ბაზარი, მაგალითები და რეკომენდაციები“ შედეგები წარადგინეს. დოკუმენტი მოიცავს ევროდირექტივების იმპლემენტაციის წარმატებულ მაგალითებს, ასევე არსებულ გამოწვევებს და ზოგად რეკომენდაციებს პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურებისთვის.

„პლასტიკით დაბინძურება გლობალური პრობლემაა, ეს საკითხი როგორც საქართველოში, ასევე ნორვეგიაში მწვავედ დგას. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით საქართველოში ძალიან ბევრი ნაბიჯია გადადგმული, საქართველო მაღალი ამბიციის კოალიციას შეუერთდა, შემუშავდა პლასტიკის პრევენციის ეროვნული პროგრამა. მდგრადი და მწვანე საქართველოს მისაღებად საჭიროა დრო, რესურსი და ენერგია, ამიტომ, რაც უფრო მეტ დაინტერესებულ მხარეს ჩავრთავთ ამ პროცესში, მით უფრო გრძელვადიანი და მდგრადი შედეგი გვექნება. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, რათა შეამციროს პლასტიკით დაბინძურება, ეს ხელს შეუწყობს როგორც გარემოს დაცვას, ადამიანების ჯანმრთელობას, ასევე ეკონომიკურ კეთილდღეობას“, - აღნიშნა ნორვეგიის ელჩის მოადგილემ რებეკა ლიმ.

სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ნორვეგიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

news banner news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image პროფესიული გადამზადების პროგრამაზე, „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“, რეგისტრაცია იწყება

24.04.2026.13:12

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ რეგისტრაციას აცხადებს.

პროგრამის მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების- მეტყევე-ტაქსატორების მომზადება. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ტყის ინვენტარიზაციის პროცესს და შეძლებენ საველე პირობებში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას, მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს, ასევე სატყეო ღონისძიებების დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადებაში მონაწილეობას.

სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიული სწავლება გაიმართება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, კვირაში სამი დღის განმავლობაში. პრაქტიკული ნაწილი კი ჩატარდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყეებში, მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტსა და ბაკურიანში, 21 დღის განმავლობაში.

პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან საბოლოო შეფასებას და წარმატების შემთხვევაში მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა ეროვნულ სატყეო სააგენტოში.

პროგრამას ახორციელებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ეროვნული სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით.

„ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ პროგრამაზე რეგისტრაცია 27 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მსურველთა გასაუბრება 8 მაისს გაიმართება, ხოლო სასწავლო პროცესი 11 მაისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება.

პროგრამის ხანგრძლივობა 8 კვირას შეადგენს და მასზე სწავლა უფასოა. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vet.ge/

პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს სატყეო ან მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხი და აუცილებელი ჯანმრთელობის ცნობის (ფორმა 100) წარდგენა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა