მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7275.5
0.0172
flag
AZN 1.5812
-0.0007
flag
CNY 39.466
0.0086
flag
EUR 3.1684
0.0253
flag
GBP 3.6639
0.0219
flag
KZT 58.04
0.0016
flag
TRY 0.0594
-0.0001
flag
USD 2.6883
-0.0009
news banner

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გუნცაძემ მონაწილეობა მიიღო გაზეთ „Financial Times“-ისა და ADB-ის პარტნიორობით ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში

news image

საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის მაგალითზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენება და რეგიონის ქსელებთან მიერთების დივერსიფიცირებული მარშრუტების პოვნა, ის მიმართულებაა, რაშიც ნამდვილად ღირს ინვესტიციების განხორციელება, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 59-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, გაზეთ „Financial Times”-ისა და ADB-ის პარტნიორობით ორგანიზებულ პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოსვლისას.

დისკუსია ტრანსკონტინენტალური ქსელის განვითარების პერსპექტივას, რეგიონში ენერგოეფექტურობის საკითხებს, თანამშრომლობისა და ინვესტირების გზების ძიებას მიეძღვნა.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს ბუნებრივი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, დივერსიფიცირებისა და ურთიერთდაკავშირებადობის იდეა დიდი ხნის წინ გაჩნდა. მისი თქმით, საქართველოს ჰიდრო რესურსების ენერგიის წარმოების დიდი შესაძლებლობა აქვს, ასევე, არსებობს მისი გაზრდის საშუალება ქარისა და მზის ენერგიის გამომუშავების ათვისებით.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის მიმართულებით ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობაზეც და ამ კონტექსტში ისაუბრა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოსა და რუმინეთს, შესაბამისად, სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირს შორის ენერგო გადამცემი ქსელების დაკავშირებას. მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყნებში არსებული ენერგორესურსების გაძლიერება და ხელშეწყობა, მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოებისა და დაკავშირებადობისათვის.

მისი თქმით, დღეს, როდესაც სულ უფრო მეტ აქტუალურობას იძენს შუა დერეფნის სახმელეთო და სარკინიგზო შესაძლებლობები, არანაკლებ მნიშვნელოვანია ენერგეტიკული კავშირების - შეიძლება ითქვას, „ენერგეტიკული შუა დერეფნის“ როლის გაძლიერება.

ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის საკითხებზე საუბრისას, ეკატერინე გუნცაძემ ხაზი გაუსვა მსხვილ პროექტებში ინვესტიციისთვის დაფინანსების გონივრულად და ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას, ასევე, გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში ჩამოყალიბებული მიდგომების გადახედვის აუცილებლობას.

ტრანსკონტინენტალური ქსელის განვითარების პერსპექტივაზე საუბრისას, მან ხაზი გაუსვა ცენტრალური აზიის როლს კასპიის ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის გავლით ევროპასთან დაკავშირების პროცესში და აღნიშნა, რომ ინიციატივას აქვს გრძელვადიანი გავლენის მოხდენის პოტენციალი, როგორც მონაწილე ქვეყნებზე, ისე მთლიანად რეგიონზე.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ევროპის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების CEO-ები AI-ის რეგულაციების გამარტივების ინიციატივით გამოდიან

06.05.2026.17:00

ევროპის AI რეგულაციები უნდა შემცირდეს და გამარტივდეს,  განაცხადეს შვიდი წამყვანი ევროპული ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორებმა, მათ შორის კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის ASML-ის ხელმძღვანელმა მოსაზრებით სტატიაში.

ევროკავშირი ამ თვეში განაახლებს მოლაპარაკებებს 2024 წლის AI აქტის გამარტივებაზე, ხოლო ევროკომისია 27 მაისს ასევე წარადგენს „ტექნოლოგიური სუვერენიტეტის პაკეტს“, რომელიც მოიცავს ჯერ კიდევ მოლაპარაკების ეტაპზე მყოფ გეგმებს ჩიპების ინდუსტრიისა და AI ინფრასტრუქტურის მხარდასაჭერად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა