გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს, გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის კლასიკურ გიმნაზიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს, გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და თბილისის კლასიკურ გიმნაზიას შორის, გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა და თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა თამარ კაპანაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება გარემოსდაცვით და აგრარულ მიმართულებებში, ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, თანამედროვე ტექნიკური და ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობა, ასევე აღნიშნულ სფეროებში დეფიციტური და პრიორიტეტული პროფესიების პოპულარიზაცია.
თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია მოსწავლეებისთვის ლექცია-სემინარების ჩატარება, ეკოკლუბების ჩამოყალიბება და მათი საქმიანობის მხარდაჭერა, სასწავლო მასალების მიწოდება და გასვლითი საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებისა და დამატებითი საგანმანათლებლო შესაძლებლობების ხელშეწყობას.
სხვა სიახლეები
საქართველოში იმპორტირებული მარწყვის 99%-ი თურქეთზე მოდის
29.04.2026.15:00
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 727.4 ათასი დოლარის ღირებულების მარწყვის იმპორტი განახორციელა. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ პირველ კვარტალში მარწყვის იმპორტი შემცირებულია.
იანვარ-მარტში ქვეყანაში 504.4 ტონა მარწყვის იმპორტი განხორციელდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 645.9 ტონის. შესაბამისად მიმდინარე წელს მარწყვის იმპორტი 22%-ით არის შემცირებული.
ქვეყანაში იმპორტირებული მარწყვის დიდი წილი ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა.
ქვეყნები, საიდანაც საქართველომ მარწყვის იმპორტი განახორციელა:
• თურქეთი - 501.7 ტონა;
• პოლონეთი - 2.7 ტონა;