მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.6
0.0031
flag
AZN 1.579
-0.0012
flag
CNY 39.494
0.0004
flag
EUR 3.1594
-0.0006
flag
GBP 3.648
-0.0072
flag
KZT 57.89
-0.0031
flag
TRY 0.0592
0
flag
USD 2.6843
-0.0016
news banner

ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში საქართველოში საერთაშორისო ღვინის ტურები გაიმართა

news image

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში, აშშ-დან, გერმანიიდან და აზიის ქვეყნებიდან (ჩინეთი, სინგაპური, ჰონგ-კონგი) ჩამოსული ღვინის ექსპერტებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ღვინის ტურები გაიმართა. მონაწილეთა შორის იყვნენ ღვინის მაგისტრები დებრა მეიბურგი, ლისა პეროტი და კონსტანტინ ბაუმი.

ტურის პროგრამა მოიცავდა ვიზიტებს საქართველოს მეღვინეობის რეგიონებში. სტუმრები იმყოფებოდნენ იმერეთსა და კახეთში მდებარე ღვინის მარნებსა და კომპანიებში, სადაც ადგილზე გაეცნენ ქართული ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდებს და დააგემოვნეს სხვადასხვა სახეობის ღვინო.

ღვინის პროფესიონალებმა და მედიის წარმომადგენლებმა ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაში, დაესწრნენ ქართული ღვინის დეგუსტაციას გუდიაშვილის მოედანზე და ასევე საზეიმო გალა-კონცერტს.

ღვინის ეროვნული დღე, რომელიც ყოველწლიურად 8 მაისს აღინიშნება, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით დაწესდა. მისი მიზანია ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილის, მრავალსაუკუნოვანი მეღვინეობის ტრადიციების საერთაშორისო დონეზე წარმოჩენა და პოპულარიზაცია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 14-დან 27 მაისის ჩათვლით დაგეგმილი სამუშაოების გამო სენაკი-ფოთი-სარფის გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

13.05.2026.15:00

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 14 მაისის 02:00 სთ-დან, 27 მაისის ჩათვლით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე, არსებული სახიდე გადასასვლელის სადეფორმაციო ნაკერების აღდგენის სამუშაოების წარმოებისთვის, საჭიროა აღნიშნული გზის 72-ე და 89-ე კმ-ებზესაავტომობილო გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა და დროებით შემოსავლელ გზაზე გადართვა.

„დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 72-ე კმ-ზე ქობულეთის სატრანსპორტო კვანძის, 89-ე კმ-ზე ჩაქვის სატრანსპორტო კვანძისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზის გამოყენებით. ასევე, საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)სარფის საავტომობილო გზის 76-ე კმ-ზე ხუცუბანის და 78-ე კმ-ზე კვირიკეს სატრანსპორტო კვანძების ჩაკეტვა.

საგზაო მოძრაობა განხორციელდება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული დროებითი საგზაო მოძროაბის სქემის შესაბამისად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა